“პროფესიონალი შენს სახლში” - Profy-ს რედიზაინი

27/11/2024

5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ შეკეთებისა და დალაგების სერვისების გამოძახების აპლიკაციამ რებრენდინგი განიცადა.

პროფი ქართულ ბაზარზე საკმაოდ ხმაურიანად შემოვიდა. მან მოცემულობა, რომ საქართველოში სახლის საქმეების მოსაგვარებლად პროფესიონალის პოვნა რთულია, მითად აქცია და შექმნა აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებლები სახლიდანვე იძახებენ ხელოსნებს, დიასახლისებს, სანტექნიკოსებს, IT სპეციალისტებსა და ქიმწმენდის სერვისს და მათ მოსაძებნად ელიავაზე სიარული, ან მეგობრებთან გაკითხვა აღარ უწევთ.

ასევე პირდაპირი გაგებით ხმაურიანი იყო პროფის პირველი რეკლამაც, საიდანაც “პროფი შეაკეთებს, პროფი დაგილაგებს” ფრაზა დღემდე მელოდიურად ჩაგვესმის თითქმის ყველას.

თუმცა დადგა ის დროც, როდესაც პროფი თვითონ გახდა შესაკეთებელიც და დასალაგებელიც, რასაც მარკეტინგულ ენაზე რედიზაინი ჰქვია.

 

ბრენდის მისია და სტრატეგია არ შეცვლილა - ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა და მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტების შენარჩუნება კვლავ უპირველესია. ასევე უცვლელია მისი საკომუნიკაციო ტონი - პროფი დღესაც პირდაპირი, ახალგაზრდული და სხარტია. 

მაშინ რა არის ახალი?

პირველ რიგში ლოგო და ვიზუალური იდენტობა. წარსულში პროფის ცივი ფერები ახასიათებდა, რაც მომხმარებლეთან თითქოს ხელოვნურ ბარიერს წარმოქმნიდა. დღეს კი პროფის ფერები გაცილებით თბილია - მუქი და ღია მწვანის კომბინაცია მეტ სანდოობასა და დაცულობის შეგრძნებას აღძრავს. ასევე ლოგო ტიპოგრაფიული გახდა, და კომპანიის სახელსა და checkmark ნიშანს აერთიანებს 

ლოგოს ცვლილებას მოჰყვა აპლიკაციის განახლებაც. მომხმარებელი ყველაზე მეტ ცვლილებას სწორედ აქ შეამჩნევს: აპლიკაციის შიდა ინტერფეისი ძველს აღარაფრით ჰგავს, რადგან იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა, თანაც ახლა აპში ნავიგაცია გაცილებით მარტივი და ლოგიკური გახდა. მაგრამ საქმე მხოლოდ დიზაინში არაა - მას ახალი ფუნქციონალებიც დაემატა! 

ფავორიტების ფუნქცია

პროფესიონალ დამლაგებელსა და ხელოსანს მიჩვევა სცოდნია. ლოგიკურია, რომ როცა კმაყოფილი ხარ კონკრეტული პირის მომსახურებით, შემდგომშიც მისი გამოძახება გინდა. ამიტომ აპლიკაციას დაემატა ასეთი ფუნქცია, რომ თუ პროფესიონალს 4 ან 5 ვარსკვლავით შეაფასებთ, მასთან პირადი ჩათი გექნებათ და მაგალითად დამლაგებელი ამჟამად თუ დაკავებულია, პირადად ჰკითხავთ როდის ექნება თავისუფალი დრო.

საშუალო ფასის წინასწარ ჩვენება

აპლიკაციის ძველ ვერსიაში მაგალითად ასე იყო, რომ სანამ პროფესიონალს არ აირჩევდი, მანამდე შეკვეთის საბოლოო ფასი არ იცოდი. პროფესიონალის არჩევა კი ერთ-ერთი ბოლო ეტაპია აპლიკაციაში. პროფის რედიზაინის შემდეგ კი ეს დისკომფორტი მოიხსნება და შეკვეთის საშუალო ფასი წინასწარ, პროცესის დასაწყისშივე გექნებათ მოცემული.

კიდევ რა შეუძლია პროფესიონალს?

იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ელექტრიკოსმა საქმე კარგად შეასრულა და გინდათ რომ სახლში თაროების დამონტაჟება, ან ტელევიზორის შეკეთება ისევ მას დაავალოთ, აღნიშნული პროფესიონალის პროფილზე ამიერიდან საშუალება გაქვთ ნახოთ, შეუძლია თუ არა მას ამ და კიდევ სხვა სერვისების შეთავაზება.

ახალი ვებ-გვერდი

ამიერიდან პროფის ვებ-გვერდი იქნება ის ადგილი, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას ჩვენს სერვისებზე და ბევრ საინტერესო სიახლესაც გაეცნობით. ასევე ხელოსნებს, დიასახლისებს, სანტექნიკოსებს და სხვა სერვისესების წარმომადგენლებს პროფიში მუშაობის დაწყების სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ სარეგისტრაციო ფორმა ჩვენი ვებ-გვერდიდან შეავსონ.

სამომავლო მიზნები

გარდა აღნიშნული სიახლეებისა, ახლო მომავალში აპლიკაციის კიდევ ერთი განახლება გამოვა, სადაც რამდენიმე ახალი სერვისი და ფუნქცია დაემატება. ერთ-ერთი კი ქულების დაგროვების პროგრამაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციაში შესრულებული სხვადასხვა აქტივობის შემდეგ (შეკვეთის განთავსება, შეფასება, კომენტარის დაწერა და ა.შ), მომხმარებელი დააგროვებს ქულებს, რომლებსაც შემდეგ პროფის ფასდაკლების პრომოკოდებში ან სხვადასხვა შეთავაზებაში გადაცვლის.
 
სტატიაში წაკითხულს, საკუთარ ტელეფონში ნანახი ჯობიაო. ამიტომ განაახლეთ, ან გადმოწერეთ პროფის ახალი აპლიკაცია და თავად შეაფასეთ იგი.
 
P.S. აპლიკაციის დასათვალიერებლად რეგისტრაცია აღარ მოგიწევთ, რადგან აპს სტუმრის რეჟიმიც (guest mode) დაემატა.

© 2024 Profy. All Rights Reserved.