Geo
17/08/2026
სასწავლო წლის დაწყება მხოლოდ ახალი რვეულებისა და სახელმძღვანელოების შეძენას არ ნიშნავს. გარემო, სადაც ბავშვი ყოველდღიურად სწავლობს, კითხულობს და დროს ატარებს, პირდაპირ მოქმედებს მის კონცენტრაციასა და პროდუქტიულობაზე. სწორედ ამიტომ, აგვისტოს მოახლოება საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ოთახი ახალ რუტინას მოარგოთ.
პირველი ნაბიჯი სივრცის გადახედვაა. ზაფხულის განმავლობაში დაგროვილი ნივთები, ძველი სასკოლო მასალები და გამოუყენებელი სათამაშოები ხშირად ოთახს ზედმეტად ტვირთავს. როდესაც თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს, სამუშაო სივრცეც უფრო ორგანიზებული და მშვიდი ხდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო კუთხის სწორად მოწყობაც. კომფორტული მაგიდა, კარგი განათება და წიგნებისთვის გამოყოფილი ადგილი ბავშვს ეხმარება, ყურადღება სწავლაზე გადაიტანოს და ყოველდღიური დავალებები უფრო კომფორტულ გარემოში შეასრულოს. თუ ახალი თაროების ან ავეჯის აწყობაა საჭირო, ეს სამუშაო უმჯობესია პროფესიონალებს მიანდოთ.
სანამ სასწავლო წელი დაიწყება, კარგი დროა იმ მცირე პრობლემების მოსაგვარებლადაც, რომლებიც ყოველდღიურ კომფორტზე გავლენას ახდენს. დაზიანებული უჯრები, მოშვებული თაროები, გაფუჭებული სახელურები ან არასაკმარისი განათება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებია, თუმცა სწორედ ისინი განსაზღვრავს, რამდენად მოსახერხებელია ბავშვის ოთახი ყოველდღიური გამოყენებისთვის.
სისუფთავე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სასწავლო წლის დაწყებამდე საფუძვლიანი დალაგება, მტვრის მოცილება და ფანჯრების გაწმენდა. განახლება ოთახს უფრო სასიამოვნო და სუფთა გარემოდ აქცევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვები დღის დიდ ნაწილს სწორედ ამ სივრცეში ატარებენ.
ახალი სასწავლო წელი მშობლებისთვის ისედაც დატვირთული პერიოდია. სწორედ ამიტომ, ყველა იმ საქმის დამოუკიდებლად შესრულება, რომელიც ოთახის მოწესრიგებას უკავშირდება, ყოველთვის მარტივი არ არის.
ამისთვის არსებობს Profy, რომლის აპლიკაციაში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ როგორც პროფესიონალი დიასახლისი, ისე გამოცდილი ხელოსანი. შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო, წინასწარ გაიგოთ მომსახურების ღირებულება და რამდენიმე წუთში დაჯავშნოთ სასურველი სერვისი.
სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი მხოლოდ ჩანთითა და სასკოლო ნივთებით არ იწყება. მოწესრიგებული, კომფორტული და კარგად ორგანიზებული ოთახი ქმნის გარემოს, სადაც სწავლა უფრო სასიამოვნო, ყოველდღიურობა კი ბევრად უფრო მარტივი ხდება.
არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები