Geo
პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც სამართლებრივად მბოჭავი ძალის მქონეა „კომპანიისთვისა“ და „მომხმარებლისთვის“ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით.
თქვენ, როგორც „მომხმარებელი“ „Profy-ს პლატფორმით“ სარგებლობის დაწყებამდე ვალდებული ხართ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ტექსტს.
„Profy-ს პლატფორმის“ მოხმარების დაწყებისთანავე თქვენ ავტომატურად ხდებით წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობების“ მხარე და შესაბამისად თქვენზე სრული მოცულობით ვრცელდება მასში აღწერილი უფლებები, ვალდებულებები, აკრძალვები და პასუხისმგებლობები.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
„კომპანია“ - შპს „ჰოუმჯინი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405259401), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოადგენს www.profy.ge-ს, ასევე profy-ს აპლიკაციის საავტორო უფლების მფლობელს და რომელიც „მომხმარებლების“ და „პროფესიონალების“ ერთმანეთთან დაკავშირების გზით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
„Profy-ს პლატფორმა“ - შპს „ჰოუმჯინი“-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ვებ-გვერდს www.profy.ge-ს, profy-ს აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს, რომლის დახმარებითაც ხდება „პროფესიონალის“ და „მომხმარებლის“ ერთმანეთთან დაკავშირება, „პროფესიონალის“ მიერ სასურველი „მომსახურების“ გასაწევად და „მომხმარებლის“ მიერ სასურველი „მომსახურების“ მისაღებად.
„პროფესიონალი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა შპს „ჰოუმჯინისა“), რომელიც დარეგისტრირებულია „Profy-ს პლატფორმაზე“, როგორც მომსახურების გამწევი ხელოსანი ან დამლაგებელი და მზადაა შესაბამისი შეკვეთის მიღების შემთხვევაში გასწიოს მის მიერ შეთავაზებული მომსახურება.
„მომხმარებელი“ - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული წესით რეგისტრირდება „Profy-ს პლატფორმაზე“ „პროფესიონალისგან“ სასურველი მომსახურების მიღების მიზნით, „Profy-ს პლატფორმის“ საშუალებით უკვეთავს „პროფესიონალს“ სასურველ მომსახურებას, ანაზღაურებს მომსახურების ღირებულებას, ცვლილება შეაქვს ან აუქმებს შეკვეთას. „მომხმარებლად“ განისაზღვრება აგრეთვე ნებისმიერი ის პირი, რომელიც ნებისმიერი სხვა მიზნით სტუმრობს „Profy-ს პლატფორმას“, მიუხედავად პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლისა.
„პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ - წინამდებარე სამართლებრივად მბოჭავი დოკუმენტი (ხელშეკრულება), რომელიც არეგულირებს „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენების წესებსა და პირობებს, Profy-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკას“ რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე - www.profy.ge, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დანართი, რომლის ტექსტიც ჩართულია ან შეიძლება მომავალში ჩართული იყოს წინამდებარე დოკუმენტში ბმულის სახით.
„მომსახურება“ – „პროფესიონალის“ მიერ „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობების“ და შესაბამისი „მომსახურების ხელშეკრულების“ საფუძველზე „მომხმარებლის“ სასარგებლოდ გასაწევი/გაწეული მომსახურება, რომლის საჯარო შეთავაზებასაც „პროფესიონალი“ ახდენს „Profy-ს პლატფორმის“ საშუალებით და რომელიც მოიცავს ხელოსნის, დამლაგებლის ან/და ნებისმიერ სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებას, რომლის შეკვეთასაც „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენებით ახდენს „მომხმარებელი“.
„Profy-ს პლატფორმით მომსახურება“ – „კომპანიის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ და „პროფესიონალისთვის“ გაწეული საშუამავლო მომსახურება, რომლის მიზანია „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის „მომსახურების ხელშეკრულების“ დადების ხელშეწყობა.
„მომსახურების ხელშეკრულება“ – „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც წარმოიშობა „მომხმარებლის“ მიერ „Profy-ს პლატფორმაზე“ შეკვეთის დაფიქსირებისა და „პროფესიონალის“ მიერ მისი დადასტურების მომენტიდან და რომელიც მხარეებს შორის შეიძლება არსებობდეს ზეპირი ან წერილობითი სახით. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ „მომხმარებლებსა“ და „პროფესიონალებს“ შორის არსებული ურთიერთობების მომწესრიგებელი დებულებები უპირობოდ წარმოადგენს „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებული „მომსახურების ხელშეკრულების“ შემადგენელ ნაწილს. „მომსახურების ხელშეკრულების“ არსებითი პირობები, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ შეიძლება დარეგულირდეს „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის დადებული ზეპირი ან წერილობითი „მომსახურების ხელშეკრულებით“.
„ანგარიში“ - ნიშნავს „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ მიერ „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრირებულ ანგარიშს, რომელიც გამოიყენება პერსონალური ინფორმაციის შევსების, გასაწევი „მომსახურების“ საჯარო შეთავაზების, „პროფესიონალის“ კალენდარის მართვის, პრეტენზიების დაფიქსირების, „პროფესიონალის“ შეფასებისა და პლატფორმით შეთავაზებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად.
„შეკვეთა“ – „მომხმარებლის“ მიერ „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით გაკეთებული კონკრეტული ოფერტი „პროფესიონალის“ „მომსახურების“ მიღების შესახებ, რომელზედაც „პროფესიონალის“ მიერ აქცეპტის განცხადების გზით იდება „მომსახურების ხელშეკრულება“.
„საფასური“ – თანხა, რომელსაც იხდის „მომხმარებელი“ ან/და „პროფესიონალი“, კერძოდ: „მომსახურების საფასური“, „საკომისიო“, „ტექნიკური მხარდაჭერის საკომისიო“ ან/და „დამატებითი სერვისების საკომისიო“.
„მომსახურების საფასური“ - თანხა, რომელსაც „მომხმარებელი“ უხდის „პროფესიონალს“ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული „მომსახურების“ სანაცვლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
„საკომისიო“ - „მომსახურების საფასურიდან“ „კომპანიის“ სასარგებლოდ გადახდილი ფულადი თანხა, რომლის გადამხდელსაც, ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, წარმოადგენს „პროფესიონალი“ და „მომხმარებელი“.
„ტექნიკური მხარდაჭერის საკომისიო“ – „Profy-ს პლატფორმაზე“ „კლიენტთა მომსახურების ცენტრის“ მხარდაჭერისთვის „მომხმარებლის“ მიერ გადახდილი საკომისიო, რაც შეადგენს ფიქსირებულ 90 (ოთხმოცდაათი) თეთრს.
„დამატებითი სერვისების საკომისიო“ – საკომისიო, რასაც „მომხმარებელი“ იხდის დამატებითი სერვისებისთვის, მათ შორის, „პროფესიონალის“ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის საფასური და Night shift fee. აღნიშნული საკომისიო(ები) განსაზღვრულია ან მომავალში განისაზღვრება „კომპანიის“ მიერ, მისი არჩევა „მომხმარებლის“ უფლებაა, თითოეული მათგანის შინაარსი და ოდენობა განსაზღვრულია „Profy-ს პლატფორმაზე“ და „მომხმარებელს“ შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სასურველი მომსახურების არჩევისას, „შეკვეთის“ განთავსებამდე.
1. „Profy-ს პლატფორმით მომსახურება“
1.1. „Profy-ს პლატფორმით მომსახურების“ „კომპანიის“ მიერ გაწევა გულისხმობს, „მომხმარებლისათვის“ და „პროფესიონალისათვის“ ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნას და ოპერირებას, რომელიც უზრუნველყოფს „მომხმარებლებს“, რათა მათ პლატფორმის გამოყენებით მოახდინონ სასურველი მომსახურების დაგეგმვა და შეკვეთა დამოუკიდებელ მესამე პირებთან - „პროფესიონალებთან“. ასევე „პროფესიონალებს“ „Profy-ს პლატფორმა“ აძლევს საშუალებას მისი გამოყენებით მიიღონ შეკვეთები და განახორციელონ შესაბამისი „მომსახურებები“.
1.2. თქვენ, როგორც „მომხმარებელი“ წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ თანხმობით აღიარებთ, რომ „კომპანია“ არ უზრუნველყოფს „მომსახურების“ (ხელოსნის, დამლაგებლის, ან სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების) შეთავაზებას ან გაწევას, ასევე არ უზრუნველყოფს „მომსახურებასთან“ დაკავშირებული ლოჯისტიკური სერვისების ფუნქციონირებას და რომ ყველა ასეთი „მომსახურება“ არის შეთავაზებული და გაწეული დამოუკიდებელი მესამე პირის - „პროფესიონალის“ მიერ, რომელიც არ წარმოადგენს „კომპანიის“ ან „კომპანიასთან“ აფილირებული რომელიმე პირის თანამშრომელს.
1.3. „მომხმარებელს“ და „პროფესიონალს“ შორის ურთიერთობები „მომსახურების“ გაწევასთან დაკავშირებით მთლიანად რეგულირდება ერთმანეთს შორის დადებული შესაბამისი „მომსახურების ხელშეკრულებით“, რომელიც „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენებით „მომხმარებლის“ მიერ შეკვეთის განთავსების და „პროფესიონალის“ მიერ მისი დადასტურებისთანავე იდება შესაბამის მხარეებს შორის.
1.4. „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ „კომპანია“ არ წარმოადგენს ასეთი „მომსახურების ხელშეკრულების“ მხარეს და გარდა „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებისა“ და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მასზე არ ვრცელდება „მომსახურების“ გაწევის ან მისი შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, მათ შორის „კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი:
• „პროფესიონალის“ კვალიფიკაციაზე;
• „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევისას გამოყენებულ მასალებსა და მათ ხარისხზე;
• „მომხმარებლის“ მიერ „კომპანიისთვის“ მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე;
• „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის დადებული „მომსახურების ხელშეკრულების“ ჯეროვან შესრულებაზე;
• ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ შესაბამისი „მომსახურების“ გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა;
• „პროფესიონალის“ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
1.5. „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გარდა „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებისა“ და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „კომპანია“ სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ. „კომპანია“ უფლებამოსილია, საკუთარი სურვილით, ჩაერთოს ასეთი გაუგებრობის/პრეტენზიის/დავის გადაწყვეტაში.
2. „Profy-ს პლატფორმით“ „მომხმარებლის“ სარგებლობის მიზანი
2.1. „მომხმარებლის“ მიერ „Profy-ს პლატფორმით“ სარგებლობა გამიზნულია იმისთვის, რომ მას შეექმნას მეტი საშუალება თავისი ინტერესის საგანში შემავალი „მომსახურების“ მიღებისთვის.
2.2. „მომხმარებლისთვის“ „Profy-ს პლატფორმით“ სარგებლობის მიზანს წარმოადგენს:
ა) საჭირო „მომსახურების“ გამწევი „პროფესიონალის“ მოძიებისთვის სათანადო და გამარტივებული ვირტუალური სივრცის გამოყენება;
ბ) „პროფესიონალის“ და „მომსახურების“ შერჩევისას მეტი ინფორმაციის მიღება;
გ) „პროფესიონალის“ გამოძახება მარტივად, სწრაფად, მისთვის სასურველ დროს;
დ) სხვა „მომხმარებლების“ უკუკავშირის საფუძველზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე „პროფესიონალზე“ მეტი ინფორმაციის მიღება.
3. „Profy-ს პლატფორმით“ სარგებლობის პირობები
3.1. იმისათვის რომ „მომხმარებელმა“ შეძლოს „Profy-ს პლატფორმის“ ძირითადი რესურსებით სარგებლობა, მას მოეთხოვება, რომ პლატფორმაზე გაიაროს რეგისტრაცია და შეინარჩუნოს აქტიური „ანგარიში“. რეგისტრაციის პროცესში „მომხმარებელი“ ვალდებულია განაცხადოს თანხმობა „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ და Profy-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ენიჭება პლატფორმით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის უფლება.
3.2. „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაცია დასაშვებია 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირებისთვის (მიუხედავად მათი მოქალაქეობისა) ან იურიდიული პირებისთვის.
3.3. „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაცია მოითხოვს რომ „კომპანიისთვის“ პლატფორმის მეშვეობით წარდგენილ იქნას „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ასაკი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ყველა სხვა მონაცემი, რომელსაც „კომპანია“ მიზანშეწონილად თვლის „პროფესიონალის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ მომსახურების გასაწევად.
3.4. „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას სავალდებულოა რომ „კომპანიისთვის“ პლატფორმის მეშვეობით წარდგენილი მონაცემები იყოს სრული, ზუსტი და რეგისტრაციის თარიღისთვის ვალიდური. ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობისას, მათ შორის ვადაგასული საბანკო ანგარიშის გადახდის მეთოდად მითითებისას, „მომხმარებელს“ შეიძლება შეეზღუდოს „Profy-ს პლატფორმაზე“ წვდომა და მისი რესურსებით სარგებლობა. ამ პუნქტში გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს „კომპანიის“ მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
3.5. „კომპანია“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს „მომხმარებლისგან“ ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
3.6. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ „კომპანია“ უფლებამოსილია მოახდინოს „მომხმარებლის“ იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც „კომპანია“ მოახდენს „მომხმარებლის“ ვერიფიცირებას, მას ეძლევა სრული წვდომა „Profy-ს პლატფორმაზე“ და მის მიერ შემოთავაზებულ ფუნქციებზე.
3.7. „ანგარიშის“ საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ „მომხმარებლისთვის“ ინდივიდუალურად მის მიერ შექმნილ „ანგარიშზე“, შესაბამისად ის თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ „ანგარიშზე“ მესამე პირების მხრიდან არაავტორიზებული წვდომით დამდგარ შედეგებზე. „კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი (მაგრამ ამავდროულად უზრუნველყოფს ყველა ადეკვატური ღონისძიების განხორციელებას ასეთი არაავტორიზებული წვდომის აღსაკვეთად) მესამე პირებისგან „ანგარიშის“ მფლობელისთვის არაავტორიზებული წვდომის შედეგად მიყენებულ ზიანზე.
3.8. „მომხმარებელი“ ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს Profy-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ „მომხმარებელს“ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.
3.9. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია „Profy-ს პლატფორმაზე“ წარადგინოს, ატვირთოს, გამოაქვეყნოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი ტექსტუალური, აუდიო ან ვიზუალური მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც მათ შორის შეიძლება მოიცავდეს კომენტარებს ან უკუკავშირს (feedback) მომსახურებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია და მონაცემი წარმოადგენს „კომპანიის“ საკუთრებას, შესაბამისად „კომპანიას“ თავისი მიზნებიდან, მათ შორის, მარკეტინგული მიზნებიდან, გამომდინარე აქვს შესაძლებლობა „მომხმარებლისგან“ დამატებით თანხმობის გარეშე გამოიყენოს ასეთი მონაცემები.
3.10. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს „Profy-ს პლატფორმაზე“ საკუთარი რეგისტრაცია. „კომპანია“ ვალდებულია წაშალოს „მომხმარებლის“ ყველა საბანკო ანგარიშის მონაცემი, ამ უკანასკნელის მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.
4. პრომო კოდები, რეფერალის კოდები და სხვა ფასდაკლებები
4.1. „კომპანია“ უფლებამოსილია „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას „მომხმარებლებს“ მიანიჭოს პრომო კოდ(ებ)ი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას „Profy-ს პლატფორმით“ შეკვეთის გაფორმებისას და ამით „მომხმარებელმა“ მიიღოს ფასდაკლება „მომსახურებაზე“.
4.2. „კომპანია“ უფლებამოსილია „მომხმარებლისთვის“ წინასწარი შეტყობინების ან დასაბუთების გარეშე ცალმხრივად გააუქმოს ასეთი პრომო კოდები თავისი შეხედულებისამებრ.
4.3. „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას „მომხმარებელს“ ენიჭება რეფერალის კოდი. რეფერალის კოდი არის ციფრების ან ასოების უნიკალური კომბინაცია, რომელიც აძლევს საშუალებას „მომხმარებელს“ მონაწილეობა მიიღოს „პროფესიონალის“ შეკვეთის ფასდაკლებით მიღების პროგრამაში.
4.4. რეფერალის კოდის მეშვეობით „მომსახურების“ შეკვეთისას შესაბამისი „მომხმარებელი“ ფასდაკლებით იღებს „მომსახურებას“. ამავდროულად, ის „მომხმარებელი“ რომლის მიერ გაგზავნილი რეფერალის კოდით სხვა „მომხმარებელმა“ გააკეთა „მომსახურების“ შეკვეთა, საკუთარ ანგარიშზე ღებულობს კრედიტს, რომლის გამოყენებასაც შეძლებს „Profy-ს პლატფორმაზე“ შეკვეთის განხორციელებისას.
4.5. „მომხმარებელთა“ მხრიდან „შეკვეთის“ განთავსების წახალისების მიზნით „კომპანიამ“ შესაძლოა თავისი შეხედულებით გააკეთოს ხოლმე სხვა სახის ფასდაკლებებიც.
5. „Profy-ს პლატფორმაზე“ აკრძალული ქმედებები
5.1. „მომხმარებელის“ მიერ „Profy-ს პლატფორმაზე“ წარდგენილი ნებისმიერი კონტენტი არ უნდა არღვევდეს „პროფესიონალის“ ან/და მესამე პირის უფლებებს და არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, უცენზურო ტერმინოლოგიას, მოწოდებას ძალადობისკენ, კანონსაწინააღმდეგო ან ცრუ ინფორმაციას, პორნოგრაფიულ გამოსახულებას. „კომპანია“ უფლებამოსილია გაუწიოს მონიტორინგი და განიხილოს ასეთი მონაცემების და ინფორმაციის შესაბამისობა ამ პირობებთან და ნებისმიერ დროს საკუთარი ცალმხრივი ნების საფუძველზე წაშალოს ან სხვაგვარად გააუქმოს ამ წესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მონაცემები.
5.2. მკაცრად აკრძალულია ისეთი „მომსახურების“ შეთავაზება ან მოთხოვნა, რომელიც განკუთვნილია შემდეგი სახის პროდუქციის შეძენის ან გაყიდვისთვის:
• ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
• ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
• იარაღი და დანები;
• საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
• პორნოგრაფიული მასალა;
• არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
• მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
• საქონელი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
• სხვა ნებისმიერი პროდუქცია ან საქონელი, რომელსაც „კომპანია“ მიიჩნევს პლატფორმით სარგებლობის მიზნებთან შეუთავსებლად.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი“ განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, „კომპანია“ უფლებას იტოვებს ცალმხრივად:
• შეწყვიტოს ან შეაჩეროს „მომხმარებელის“ „ანგარიშის“ ფუნქციონირება; ან/და
• აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
• მოითხოვოს „მომხმარებელისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.4. „მომხმარებელის“ მიერ „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებით“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას. „კომპანია“ იტოვებს უფლებას, პირველი დარღვევისას დაბლოკოს „მომხმარებელის“ „ანგარიში“, ამ უკანასკნელის მხრიდან 1 (ერთი) თვის ვადის გასვლის შემდეგ „ანგარიშის“ განბლოკვის მოთხოვნით „კომპანიისადმი“ მიმართვის შესაძლებლობით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, განუსაზღვრელი ვადით, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე მოახდინოს შესაბამისი „ანგარიშის“ ბლოკირება.
6.„პროფესიონალის“ მიერ „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით „მომხმარებლებისთვის“ გასაწევი „მომსახურება“
6.1. „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენებით „მომსახურების“ შეთავაზების და გაწევის უფლება აქვს „პროფესიონალს“, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება დალაგება/დასუფთავების, კომპიუტერული ტექნოლოგიების ან საყოფაცხოვრებო მომსახურებების გაწევის სფეროში და რეგისტრირებულია პლატფორმაზე.
6.2. „პროფესიონალი“ „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით „მომსახურების“ შეთავაზებისას საკუთარ თავზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ გაწეულ „მომსახურებასთან“ დაკავშირებით მას გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება, საჭირო აღჭურვილობა და ინვენტარი და რომ მის მიერ გაწეული „მომსახურების“ შედეგად წარმოშობილ საკითხებზე სრულად თვითონ არის პასუხისმგებელი.
6.3. „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ შეთავაზება ან გაწევა არ შეიძლება განხილულ იქნას „კომპანიის“ მიერ მომსახურების შეთავაზებად ან გაწევად. „მომხმარებლებთან“ ურთიერთობაში „მომსახურების“ გამწევს წარმოადგენს მხოლოდ „პროფესიონალი“. „კომპანია“, გარდა „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებისა“ და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევას, მათ შორის, არაჯეროვან მომსახურებას, „მომსახურების“ გაწევის პროცესში „პროფესიონალის“ მიერ ნივთის დაზიანებას/განადგურებას, „მომსახურების ხელშეკრულებისა“ და გარანტიის პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
6.4. ყოველგვარი გაურკვევლობის გამორიცხვის მიზნით, მხარეები ვაცხადებთ, რომ „პროფესიონალი“ წარმოადგენს „კომპანიისგან“ დამოუკიდებელ პირს და ის არ არის „კომპანიის“ თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი, ასევე „კომპანიისა“ და „პროფესიონალის“ ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ან/და წარმომადგენლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა.
6.5. „პროფესიონალი“ „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენებით უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი „მომსახურების“ შეთავაზება და გაწევა:
ა) დამლაგებლის მომსახურება, რომელიც მოიცავს:
• რეგულარულ დალაგებას;
• რემონტის შემდგომ დალაგებას;
• გენერალურ დალაგებას;
• დამხმარე დიასახლისის ფუნქციების შესრულებას;
ბ) ხელოსნის მომსახურება, რომელიც მოიცავს:
• სანტექნიკას;
• ელექტროობას;
• ტექნიკას;
• ავეჯს;
• სხვა უნივერსალური საყოფაცხოვრებო სერვისები;
გ) IT მომსახურება, რომელიც მოიცავს:
• ვინდოუსის ინსტალაციას;
• ანტივირუსის დაყენებას;
• დამატებითი პროგრამების ინსტალაციას;
• ქსელის მონტაჟს;
• ოპერატიული სისტემების ჩაწერას;
• დაკარგული ფაილების აღდგენას ან სხვა კომპიუტერული დახმარების აღმოჩენას;
დ) სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურება.
6.6. „პროფესიონალს“ „შეკვეთის“ შესრულებისას ეკრძალება: „მომსახურების საფასურის“ ცვლილება „მომხმარებლის“ წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მხოლოდ იმ შემთხვებაში, თუ შესასრულებელია წინასწარ შეთანხმებულის გარდა დამატებითი სამუშაოები; ასევე იმ „მომხმარებლებთან“ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების დატოვება, რომლებთანაც მისი დაკავშირება მოხდა „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით.
7. „მომხმარებლის“ მიერ სასურველი მომსახურების არჩევა და „შეკვეთის“ განთავსება
7.1. „Profy-ს პლატფორმა“ „მომხმარებელს“ ავტორიზაციის გავლის შემდეგ საშუალებას აძლევს გადავიდეს მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
7.2. „მომხმარებელი“ შეკვეთის განთავსების მიზნით მთავარი მენიუდან ირჩევს „კატეგორიას“, რის შემდეგაც ეკრანზე მიმდევრობით ჩნდება რამდენიმე ფანჯარა დამაზუსტებელი შეკითხვებით. სასურველი პასუხების მონიშვნის შემდეგ „Profy-ს პლატფორმა“ შეარჩევს „მომხმარებლისთვის“ სასურველ „მომსახურებას“.
7.3. „მომსახურების“ არჩევის შემდეგ ეკრანზე ჩნდება ფანჯარა ღია კითხვებით, სადაც „მომხმარებელს“ აქვს შესაძლებლობა აღწეროს მისთვის სასურველი „მომსახურების“ სპეციფიკური მახასიათებლები, მათ შორის, ატვირთოს შესაბამისი ფოტომასალა (საჭიროების შემთხვევაში).
7.4. „მომსახურების“ დაზუსტების შემდეგ, „მომხმარებელი“ განსაზღვრავს „მომსახურების“ გაწევის ადგილს და პერიოდს.
7.5. „მომხმარებლის“ მიერ მონაცემების შეყვანის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება „მომხმარებლისთვის“ სასურველ პერიოდში და ადგილმდებარეობაზე ხელმისაწვდომი „პროფესიონალების“ სია. თითოეული „პროფესიონალის“ „ფანჯრის“ ზედა მარჯვენა კუთხეში „ინფო“ (!) ღილაკზე დაჭერით, „მომხმარებელს“ შესაძლებლობა აქვს გაეცნოს „პროფესიონალის“ შესახებ შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო მონაცემი („Profy-ს პლატფორმის“ ჩათი, რომლითაც შეგიძლიათ უშუალოდ თქვენს მიერ შერჩეულ „პროფესიონალთან“ კომუნიკაცია). თითოეული „პროფესიონალის“ მონაცემის გასწვრივ პლატფორმაზე განთავსებულია „მომსახურების“ ღირებულება, „პროფესიონალის“ რეიტინგი და მისი განრიგი.
7.6. სასურველი „პროფესიონალის“ და „მომსახურების“ გაწევის დროის არჩევის შემდეგ „მომხმარებელი“ გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, რომლის მეშვეობითაც „მომხმარებელი“ გადაიხდის „საფასურს“.
7.7. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ანგარიშსწორების გვერდზე მიუთითოს პრომო კოდი. პრომო კოდი ვალიდურია მხოლოდ „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში და ის „მომხმარებელს“ აძლევს შესაძლებლობას, „პროფესიონალის“ „მომსახურება“ მიიღოს პრომო კოდით განსაზღვრული ოდენობით ფასდაკლებით.
7.8. „შეკვეთა“ განთავსებულად ჩაითვლება მხოლოდ „მომხმარებლის“ მიერ შესაბამისი „საფასურის“ გადახდის შემდეგ. შესაბამისი ანაზღაურების განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოლოდინის რეჟიმში მყოფი „შეკვეთა“ გაუქმებულად ჩაითვლება და „მომხმარებლის“ პრეტენზიები „მომსახურების“ გაწევასთან დაკავშირებით არ მიიღება.
7.9. „საფასურის“ გადახდის შემდეგ „შეკვეთა“ დაფიქსირებულად მიიჩნევა და „შეკვეთის“ შესახებ ინფორმაცია ეგზავნება შესაბამის „პროფესიონალს“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით. „პროფესიონალს“ ეკისრება ვალდებულება „მომსახურება“ გასწიოს „შეკვეთაში“ მითითებულ დროს, ადგილზე და „მომხმარებლის“ მიერ განსაზღვრული მოცულობით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც „პროფესიონალს“ პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე აქვს „შეკვეთის“ გაუქმების უფლებამოსილება.
8. „საფასურის“ გადახდა „მომხმარებლის“ მიერ
8.1. „Profy-ს პლატფორმის“ საშუალებით „მომსახურების“ „შეკვეთისას“, „მომხმარებელი“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით იხდის „საფასურს“, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შედგება „პროფესიონალის“ მიერ მისაღები ანაზღაურებისგან, ასევე „კომპანიის“ „საკომისიოსგან“, „ტექნიკური მხარდაჭერის საკომისიოსგან“, „დამატებითი სერვისების საკომისიოსგან“ (არსებობის შემთხვევაში) და ბანკის საკომისიოსგან.
8.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის საგადასახდო სისტემა, რომელიც გზავნის მიღებულ თანხას ( „კომპანიის“ მიერ მისაღები „საფასურის“ ნაწილის (არსებობის შემთხვევაში, ასევე „ჩაის ფულის“ ნაწილის) გამოკლებით) „პროფესიონალთან“.
8.3. „კომპანია“ „მომხმარებლებს“ საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
8.4. „მომხმარებლის“ ვალდებულება „პროფესიონალის“ წინაშე „საფასურის“ გადახდის შესახებ შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა „მომხმარებლის“ მიერ „საფასურის“ „პროფესიონალის“ მისაღები ნაწილი სრულად აისახება „პროფესიონალის“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო „საფასურის“ დარჩენილი ნაწილი სრულად აისახება „კომპანიის“ შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
8.5. „მომხმარებელი“ „საფასურს“, მათ შორის, „მომსახურების საფასურს“, იხდის წინასწარ, „შეკვეთის“ განთავსების პროცესში. „მომსახურების საფასური“ იყოფა 2 ნაწილად, საიდანაც ერთი ნაწილი წარმოადგენს „პროფესიონალის“ მიერ მისაღებ „მომსახურების საფასურს“ („საკომისიოს“ გამოკლებით), ხოლო მეორე ნაწილი - „კომპანიის“ მიერ მისაღებ „საკომისიოს“.
8.6. „მომსახურების“ გაწევის პროცესში, მასალების ყიდვის აუცილებლობის წარმოშობისას, „პროფესიონალი“ და „მომხმარებელი“ შეიძლება შეთანხმდნენ მასალების ღირებულების ანაზღაურებაზე, რომლის ოდენობაც არ გაითვალისწინება „მომსახურების საფასურში“.
8.7. „მომსახურების“ გაწევის პროცესში, მასალების ყიდვის მიზნით „პროფესიონალის“ გადაადგილების ანაზღაურება ხდება „Profy-ს პლატფორმის“ საშუალებით. შესაბამისი სერვისის - „ტრანსპორტირების“ გამოყენებით.
8.8. იმ შემთხვევაში, თუ „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისად, წარმოიშვება „მომხმარებლისთვის“ „საფასურის“ ან მისი ნაწილის დაბრუნების ვალდებულება, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა „მომხმარებელს“ იმავე ანგარიშზე დაუბრუნდება გადახდილი თანხა „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკით“ დადგენილი პირობების შესაბამისად.
9. „საკომისიო“
9.1. „მომსახურების საფასურიდან“ „პროფესიონალი“ და „მომხმარებელი“ „კომპანიის“ სასარგებლოდ იხდიან „საკომისიოს“.
9.2. „საკომისიოს“ ოდენობა განისაზღვრება „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით განხორციელებული „შეკვეთიდან“ მიღებული სრული დაუბეგრავი „მომსახურების საფასურიდან“ და მისი ოდენობა შეიძლება იყოს ნაკლები ან ტოლი „მომსახურების საფასურის“, ასევე „საკომისიოდ“ ჩაითვლება ნებისმიერი დამატებით მიღებული საფასურის (ე.წ. „ჩაის ფულის“ ან დამლაგებლის მიერ „მომსახურების“ გაწევისას ქიმიური ხსნარების რეალიზაციით მიღებული საფასური) 18%–დან – 27%–მდე ოდენობა. „საკომისიოს“ ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და მისი ოდენობის განსაზღვრისას „კომპანია“ მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა „პროფესიონალის“ მიერ განხორციელებული „შეკვეთების“ რაოდენობა, რეიტინგი, „მომხმარებელთა“ დადებითი შეფასებები და სხვ.
9.3. „საკომისიოს“ ოდენობა „პროფესიონალის“ და „მომხმარებლისთვის“ ნაწილდება შემდეგი პროპორციით:
• „საკომისიოს“ 70% წარმოადგენს „პროფესიონალის“ მიერ „Profy-ს პლატფორმის“ საშუალებით „მომხმარებლის“ მოძიებისთვის გადასახდელ ანაზღაურებას;
• „საკომისიოს“ 30% წარმოადგენს „მომხმარებლის“ მიერ გადასახდელ ანაზღაურებას, რომელსაც ეს უკანასკნელი იხდის „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით „პროფესიონალთან“ დაკავშირების ორგანიზების მომსახურების მიღების სანაცვლოდ.
9.4. „კომპანიის“ მიერ ჯამური „საკომისიოს“ მიღებისას მიიჩნევა, რომ „მომხმარებელმა“ და „პროფესიონალმა“ გადაიხადა „საკომისიოს“ მისი კუთვნილი ნაწილი „კომპანიის“ სასარგებლოდ.
10. „შეკვეთის“ გაუქმება „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ მიერ
10.1. „შეკვეთის“ დაფიქსირებისა და „საფასურის“ „მომხმარებლის“ მიერ გადახდის შემდეგ, „პროფესიონალს“ ეკრძალება გააუქმოს მიღებული „შეკვეთა“, თუ გაუქმებისთვის მას არ გააჩნია პატივსადები საფუძველი.
10.2. „პროფესიონალის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმების პატივსადებ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა (მაგალითად: საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარება, ოჯახის წევრის გარდაცვალება) რომელიც შეუძლებელს ხდის „პროფესიონალის“ მიერ „შეკვეთის“ შესრულებას.
10.3. „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ დაფიქსირებისა და „საფასურის“ გადახდის შემდეგ, „პროფესიონალის“ მიერ, შესაბამის დროს და ადგილას „მომსახურების“ გასაწევად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, „მომხმარებელს“ გადახდილი „მომსახურების საფასური“ დაუბრუნდება სრული ოდენობით. დაბრუნებისას „პროფესიონალი“ დააბრუნებს მის მიერ მიღებულ „მომსახურების საფასურს“ („საკომისიოს“ გამოკლებით), ხოლო „კომპანია“ დააბრუნებს მის მიერ მიღებულ „საკომისიოსა“ და სხვა „საფასურებს“.
10.4. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია „შეკვეთის“ განთავსებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, გააუქმოს „შეკვეთა“ პირად გვერდზე „შეკვეთების“ გრაფაში „განთავსებული შეკვეთის გაუქმება“ ღილაკის მონიშვნით.
10.5. „მომხმარებელს“ განთავსებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში „შეკვეთის“ გაუქმებისთვის არ დაეკისრება არანაირი ხარჯის გაწევა.
10.6. „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმება, იმის შესაბამისად თუ რა დროა გასული „შეკვეთის“ განთავსებიდან, ან რა სტატუსით არის „შეკვეთა“, იწვევს გადახდილი „მომსახურების საფასურის“ სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებას „მომხმარებლისთვის“ ან მის დაუბრუნებლობას. „შეკვეთის“ გაუქმებისას „მომსახურების საფასურის“, „საკომისიოს“ ან/და სხვა „საფასურების“ ანაზღაურების საკითხები დამატებით რეგულირდება „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია „Profy-ს პლატფორმაზე“ და წარმოადგენს „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობების“ შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.
10.7. „მომხმარებელი“ „შეკვეთას“ ვერ გააუქმებს, თუ „პროფესიონალმა“ „მომსახურება“ სრულად გასწია ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარის თქმა („შეკვეთის“ გაუქმება) შეუძლებელია.
10.8. ამ მუხლის მიზნებისთვის, „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმებად მიიჩნევა ისეთი შემთხვევაც, როდესაც „შეკვეთის“ შესასრულებლად ადგილზე მისული „პროფესიონალი“ ვერ ახერხებს „მომხმარებელთან“ 15 წუთის განმავლობაში დაკავშირებას და შესაბამისად „საფასურის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისი წესი.
10.9. „კომპანია“ იტოვებს უფლებას, 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში „მომხმარებლის“ მიერ 3 (სამი) „შეკვეთის“ გაუქმების შემთხვევაში, შეუზღუდოს მას „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენება. „მომხმარებლისათვის“ „Profy-ს პლატფორმის“ გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 (ექვსი) თვემდე ვადით, რის შემდეგაც „მომხმარებელი“ უფლებამოსილია, კლიენტთა მომსახურების ცენტრის დახმარებით ხელახლა გაააქტიუროს ანგარიში.
10.10. „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმებისას „მომხმარებელს“ გადახდილი „საფასური“ ან მისი ნაწილი უბრუნდება:
ა) სრულად დაბრუნების შემთხვევაში - როგორც „პროფესიონალისგან“ (ამ უკანასკნელის მიერ მიღებული „მომსახურების საფასურის“ შესაბამისი ნაწილი, „საკომისიოს“ გამოკლებით), ასევე „კომპანიისგან“ („კომპანიის“ მიერ მიღებული „საკომისიოს“ შესაბამისი ნაწილი) და სხვა „საფასურები“;
ბ) ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევაში - დასაბრუნებელი თანხის შესაბამის ნაწილს ფარავს „პროფესიონალი“ მის მიერ მიღებული „მომსახურების საფასურიდან“.
11. „პროფესიონალის“ შეფასება
11.1. „მომსახურების“ დასრულების შემდეგ „მომხმარებელი“ პირადი ანგარიშის საშუალებით „კომპანიისგან“ იღებს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს „პროფესიონალის“ შეფასების ინსტრუქციასა და ფორმას.
11.2. შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერ დროს, „დასრულებული შეკვეთების“ გვერდზე შესაბამისი „მომსახურების“ არჩევით.
11.3. „მომსახურების“ ეფექტურობის მიზნით „პროფესიონალი“ ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ვარსკლავით, სადაც 1 ნიშნავს „მომსახურების“ არადამაკმაყოფილებელ ხარისხს, ხოლო 5 - საუკეთესო ხარისხის „მომსახურებას“.
11.4. „მომხმარებელს“ საშუალება აქვს შეფასებასთან ერთად დატოვოს კომენტარი (საჯარო ან/და ანონიმური – რომელსაც მხოლოდ „კომპანია“ გაეცნობა) და განმარტოს ის კონკრეტული მიზეზები, რასაც მისი შეფასება ეფუძნება.
11.5. „დასტურის“ ღილაკის მონიშვნის შემდეგ „მომხმარებელს“ არ შეუძლია შეცვალოს შეფასება ან/და განთავსებული კომენტარი.
11.6. „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრირებულ ყოველ ახალ „პროფესიონალს“ პლატფორმა ავტომატურად ანიჭებს 5 ვარსკვლავიან რეიტინგს, რაც არ უნდა იყოს განხილული როგორც „მომხმარებელთა“ კმაყოფილების საფუძველზე დადგენილი რეიტინგი.
12. საგარანტიო პერიოდი და მომსახურება
12.1. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ „მომსახურების ხელშეკრულებით“ შეიძლება შეთანხმდნენ საგარანტიო პერიოდის არსებობაზე, რომლის განმავლობაშიც „პროფესიონალი“ ვალდებულია „მომხმარებელის“ შესაბამისი მოთხოვნისას, გონივრულ ვადებში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას „მომსახურების“ განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი.
12.2. „პროფესიონალის“ მიერ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოსწორებაზე უარის ან/და არაჯეროვანი გამოსწორების შემთხვევაში, „კომპანია“ უფლებამოსილია „პროფესიონალის“ ანგარიშიდან „მომხმარებლის“ სასარგებლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწეროს „მომსახურების საფასური“.
12.3. „პროფესიონალი“ იღებს ვალდებულებას „მომხმარებელს“ „მომსახურების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობების შესაბამისი „მომსახურება“ გაუწიოს.
12.4. „მომხმარებელმა“ „მომსახურების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში „პროფესიონალს“ უნდა განუსაზღვროს „მომსახურების“ გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, „მომსახურების“ ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯის განისაზღვრისთვის გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი პირობები:
ა) „მომსახურების საფასური“ მისი „მომსახურების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) „მომსახურების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი.
12.5. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში „მომხმარებელს“ უფლება აქვს:
ა) „პროფესიონალის“ ხარჯით „მომსახურების“ გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
ბ) მოითხოვოს „მომსახურების საფასურის“ ადეკვატური შემცირება;
გ) უარი თქვას „მომსახურების ხელშეკრულებაზე“ და მოსთხოვოს „პროფესიონალს“ ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12.6. ამ მუხლის 12.4. პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან „მომხმარებელმა“ „მომსახურების ხელშეკრულების“ შესრულება „მომსახურების“ დროულად მიღებას დაუკავშირა.
12.7. თუ „პროფესიონალმა“ დროულად არ დაიწყო „მომსახურების“ გაწევა ან „მომსახურების“ პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც „მომსახურების“ დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, „პროფესიონალს“ არ აქვს უფლება, მოითხოვოს „მომსახურების“ პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული „მომსახურების საფასური“, თუ „მომხმარებელმა“ „მომსახურების ხელშეკრულების“ ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
12.8. „მომხმარებელს“ უფლება აქვს, ისარგებლოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, თუ „მომსახურების“ ნაკლი „მომსახურების“ გაწევიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
13. უფლებები „Profy-ს პლატფორმაზე“
13.1. „Profy-ს პლატფორმაზე“ საავტორო უფლებები ეკუთვნის „კომპანიას“ - შპს „ჰოუმჯინს“. ნებისმიერი უფლებები, რაც დაკავშირებულია „Profy-ს პლატფორმასთან“, მის გამოყენებასთან, სარგებლობასთან და სხვა, ასევე ნებისმიერი კონტენტი, მათ შორის აუდიო/ვიდეო, ფოტოსურათები, მათ შორის „მომხმარებლების“ და „პროფესიონალების“ გამოსახულებების შემცველი ფოტოსურათები წარმოადგენს „კომპანიის“ ექსკლუზიურ საკუთრებას.
13.2. თქვენ როგორც „მომხმარებელს“ არ გაქვთ უფლება რომ:
ა) მოახდინოთ კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;
ბ) მოახდინოთ კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება;
გ) კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შექმნათ დერივატიული ნამუშევარი, გაასხვისოთ, გასცეთ ლიცენზია, საჯაროდ აჩვენოთ გადასცეთ ან სხვა ფორმით ხელყოთ „კომპანიის“ საავტორო უფლება „Profy-ს პლატფორმაზე“;
დ) მოახდინოთ მონაცემების კოპირება, მათზე დაყრდნობით მონაცემთა ბაზების შექმნა, ან განახორციელოთ პროგრამაზე სხვაგვარი არაავტორიზებული და არასანქცირებული მოქმედებების შესრულება.
13.3. იმ პირობით, რომ „მომხმარებლის“ მიერ დაცული იქნება „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“, „კომპანია“ გაძლევთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არალიცენზირებად, გამოხმობად ლიცენზიას, რათა ისარგებლოთ თქვენს პერსონალურ მოწყობილობებზე „კომპანიის“ კუთვნილი პლატფორმით, მხოლოდ იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია „Profy-ს პლატფორმით“ „მომხმარებლის“ სარგებლობის მიზნ(ებ)ის შესასრულებლად და გქონდეთ წვდომა და გამოიყენოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია „მომსახურებასთან“ დაკავშირებით მხოლოდ პერსონალური და არა კომერციული გამოყენებისთვის.
13.4. ნებისმიერი უფლება, რომელიც არ არის მოხსენიებული ამ პუნქტში, შეუზღუდავად ეკუთვნის „კომპანიას“.
14. მხარეთა პასუხისმგებლობები
14.1. „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ თანხმობით, „მომხმარებელი“ აღიარებს, რომ „კომპანია“ არ წარმოადგენს იმ „მომსახურებების“ შემთავაზებელ ან გამწევ სუბიექტს, რომელთა „შეკვეთაც“ „Profy-ს პლატფორმის“ მეშვეობით ხდება „მომხმარებლის“ მიერ. შესაბამისად, გარდა „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებისა“ და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „კომპანია“ არ აგებს პასუხს, მათ შორის:
• „მომსახურების“ განხორციელების დაყოვნებისათვის;
• „მომსახურების“ არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისთვის;
• „მომსახურების საფასურის“ ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის ან ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის;
• „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევისას „მომხმარებლის“ ან მესამე პირის ქონების დაზიანებისთვის;
• აგრეთვე ყველა იმ მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, რომელზეც პასუხისმგებელი „მომსახურებასთან“ დაკავშირებით შეიძლება იყოს მხოლოდ „პროფესიონალი“ ან „მომხმარებელი“.
14.2. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ ერთმანეთს შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე პასუხს აგებენ მათ შორის დადებული „მომსახურების ხელშეკრულებისა“ (ზეპირი ან წერილობითი) და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
14.3. „მომხმარებელი“ წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებით“ გათვალისწინებული მიზნების, პრინციპების, ვალდებულებების ან აკრძალვების შეუსრულებლობისათვის „კომპანიის“ წინაშე წარმოშობილ ზიანზე, რომელიც, მათ შორის, მოიცავს პირდაპირ ზიანს, არაპირდაპირ ზიანს, შედეგობრივ ზიანს, რეპუტაციულ ზიანს და სხვ., პასუხს აგებს სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14.4. იმ შემთხვევაში, თუ „პროფესიონალი“ „Profy-ს პლატფორმით“ „შეკვეთის“ შესრულების შემდეგ „მომხმარებელს“ უზრუნველყოფს საკუთარი საკონტაქტო მონაცემებით, მომდევნო შეკვეთების „Profy-ს პლატფორმის“ გარეშე მისაღებად, „კომპანია“ უფლებამოსილია „პროფესიონალს“ დააკისროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
15. „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ ცვლილებების შეტანა
15.1. „კომპანია“ უფლებამოსილია პერიოდულად ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები და დამატებები „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“. „მომხმარებელი“ შეძლებს „Profy-ის პლატფორმის“ ან/და ტელეფონზე/ელ. ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით დაეთანხმოს ცვლილებას, წინააღმდეგ შემხვევაში „მომხმარებელი“ ვეღარ შეძლებს „Profy-ის პლატფორმით მომსახურების“ მიღებას.
16. პერსონალური მონაცემების დამუშავება
16.1. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც „კომპანია“ მოიპოვებს „მომხმარებლებისგან“ , მუშავდება წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ განსაზღვრული და „Profy-ს პლატფორმაზე“ განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
16.2. „Profy-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ „კომპანია“ უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად და კანონმდებლობით ნებადართული მიზნებით, დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
16.3. „კომპანია“ უფლებას იტოვებს, ხოლო „მომხმარებელი“ თანხმობას აცხადებს, რომ „მომხმარებელის“ პერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამისი „მომსახურების“ გამწევ „პროფესიონალს“, შესაბამისი „მომსახურების“ გაწევის მიზნებისთვის.
16.4. „მომხმარებელს“ უფლება აქვს მოსთხოვოს „კომპანიას“ და „კომპანია“ უფლებამოსილია მიაწოდოს მას „პროფესიონალის“ პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული „მომსახურების“ გაწევის მიზანთან (მაგ.: „პროფესიონალის“ სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი), თუკი ასეთი პერსონალური მონაცემების მიღება „მომხმარებელს“ ესაჭიროება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის მიზნით (მაგ.: სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვისთვის, საგამოძიებო ორგანოებისთვის განცხადებით მიმართვისთვის და სხვ.) და ამასთანავე თუკი „მომხმარებელი“ ალბათობის მაღალი ხარისხით დაუსაბუთებს „კომპანიას“, რომ „პროფესიონალმა“ დაარღვია „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებით“ დადგენილი მოთხოვნები, „მომსახურების ხელშეკრულებით“ ან კანონონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები და ვალდებულებები.
16.5. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნებისა, რაც მოცემულია წინამდებარე მუხლში დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპეტენტური ორგანოს მომართვის საფუძველზე (მაგ.: სასამართლოს ბრძანება, განჩინება და სხვ.).
16.6. „მომხმარებელი“ თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, „ანგარიშის“ გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, „კომპანიამ“, კანონმდებლობის შესაბამისად, მოიძიოს, გადაამოწმოს და დაამუშავოს „მომხმარებლის“ მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია.
17. „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობების“ სხვა დებულებანი
17.1. ამ „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობების“ საფუძველზე წარმოშობოლ ურთიერთობებზე ვალდებულების შესრულების ადგილია საქართველო.
17.2. „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობების“ ნებისმიერი მუხლის ან მისი ნაწილის კანონის ძალით ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადება არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას/ბათილად ცნობას. ამასთან, მუხლის ან მისი ნაწილის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მხარეები ურთიერთობას მოაწესრიგებენ ბათილ დებულებასთან შინაარსობრივად ყველაზე ახლოს მდგომი ნამდვილი მოწესრიგებით.
17.3. წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.4. „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობებთან“ დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს. ამასთანავე, დავის მხარეთა შორის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე.
შპს ჰოუმჯინი (ს/კ:405259401)
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N24
Facebook: https://www.facebook.com/ProfyApp
შეკვეთის გაუქმების ტიპი
აღწერა
1.1 შეკვეთის გაუქმება, განთავსებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში – მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმებისას გადახდილი თანხის ანაზღაურება ხდება 100%–ით, თუ მისი განთავსებიდან გასულია 14 კალენდარული დღე ან ნაკლები.
1.2 შეკვეთის გაუქმება, განთავსებიდან 14 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ – მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმებისას გადახდილი თანხის, გარდა დაზღვევის საფასურისა, ანაზღაურება ხდება 50%–ით, თუ შეკვეთის გაუქმება, განთავსებიდან 14 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ ხდება.
1.3 შეკვეთის გაუქმება, როდესაც სტატუსი არის „პროფესიონალი გზაშია“ და ყოველი ამის შემდგომი სტატუსებისას - მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმებისას გადახდილი თანხიდან, გარდა დაზღვევის საფასურისა, დაქვითვა ხდება 50%–ით (არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ლარისა), თუ შეკვეთის სტატუსის მიხედვით „პროფესიონალი გზაშია“ ან შეკვეთას აქვს რომელიმე ამის შემდგომი სტატუსი.
1.4 შეკვეთაში დროის ან/და თარიღის ცვლილება - თარიღის ან/და დროის ცვლილება, არ ხდება. ასეთ დროს უნდა მოხდეს შეკვეთის გაუქმება და ახალი შეკვეთის განთავსება. თანხის უკან დაბრუნება კი მოხდება 1.1., 1.2 და 1.3 პუნქტების შესაბამისად.
1.5 შეკვეთაში არასწორი სერვისის არჩევა - მომხმარებლის მიერ მნიშვნელოვანია სერვისის სწორად შერჩევა და არასწორად შერჩევის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და თანხის დაბრუნება მოხდება 1.1., 1.2. და 1.3 პუნქტების შესაბამისად. (სწორი სერვისის შერჩევისათვის აუცილებელია მომხმარებელმა წაიკითხოს სერვისის აღწერა, რათა თავიდან მოხდეს არიდება არასწორი სერვისის არჩევის რისკებისა).
1.6 შეკვეთის გაუქმება პროფესიონალის მხრიდან - პროფესიონალი უფლებამოსილია პრობლემის არსებობის შემთხვევაში გააუქმოს შეკვეთა. შეკვეთაში გადახდილი თანხის, დაზღვევის საფასურის გარდა, 100%‐ის ანაზღაურება მოხდება მომხმარებლისათვის.
1.7 შეკვეთის შეუსრულებლობა - თუ პროფესიონალის შეკვეთის ფაქტობრივი შესრულების შესაბამის დროსა და ლოკაციაზე გამოცხადებიდან გასულია არანაკლებ 15 წუთისა და ამ დროის მანძილზე დაკავშირებას ცდილობს როგორც პროფესიონალი, ასევე პროფის მხარდაჭერის გუნდი და ვერ უკავშირდებიან მომხმარებელს შეკვეთა გაუქმდება და თანხის დაბრუნება მოხდება 1.3. პუნქტის შესაბამისად.
1.8 თანხის ანაზღაურების ვადა - თანხის ანაზღაურება მოხდება არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მომხმარებლის იმ ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა გადახდა.
პროფესიონალი - სერვისის მიმწოდებელი, რომელიც პლათფორმაზე არის რეგისტრირებული და მომხმარებელი მას უკავშირდება PROFY-ს საშუალებით.
პროფესიონალი უფლებამოსილია, პრობლემის არსებობისას გააუქმოს მის მიერ პლატფორმის მეშვეობით მიღებული შეკვეთა, რისთვისაც ის ვალდებულია დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებას და დაუყოვნებლივ აცნობოს პრობლემის თაობაზე. მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება იღებს გადაწყვეტილებას შეკვეთის გაუქმების თაობაზე და ატყობინებს კლიენტს პირველივე შესაძლებლობისთანავე.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მომხმარებლის მიერ 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში 3 (სამი) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, შეუზღუდოს მას პლატფორმით სარგებლობის უფლება. მომხმარებლისთვის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 (ექვსი) თვემდე ვადით, რის შემდეგაც მომხმარებელი უფლებამოსილია, მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის დახმარებით ხელახლა გაააქტიუროს ანგარიში.
პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა
შპს „ჰოუმჯინი” (ს/კ 405259401) მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრს მეშვეობით.
წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისათვის, ტერმინი „ჩვენ“ გულისხმობს აპლიკაციის მფლობელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ შპს „ჰოუმჯინს”.
1. დამუშავებას დაქვემდებარებული პერსონალური მონაცემები
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
მომხმარებლის გეოლოკაცია – შეკვეთის მდებარეობის განსაზღვრის მიზნებისათვის
საგადახდო ინფორმაცია
დავების შესახებ ინფორმაცია
იმ მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელზეც ხდება Profy აპლიკაციის ინსტალაცია
2.პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანი
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას კლიენტებისა და ხელოსნების დაკავშირებისა და კლიენტთა შეკვეთების უფრო ეფექტურად შესრულების მიზნით.
ჩვენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე მონიშნულ გეოლოკაციას ვუზიარებთ ხელოსანს, რათა ამ უკანასკნელმა მარტივად შეძლოს კლიენტის მდებარეობის განსაზღვრა. გეოლოკაციის მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ იმ ეტაპზე, როდესაც Profy აპლიკაცია კლიენტს სთხოვს მისი ადგილსამყოფელის მითითებას და ასეთი მონაცემების შეგროვება წყდება Profy აპლიკაციის გათიშვის შემდგომ, დაუყოვნებლივ.
ჩვენ შესაძლოა გეოლოკაციის შესახებ მონაცემები გამოვიყენოთ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც უკავშირდება კლიენტის მისამართს.
ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციას ვიყენებთ მომხმარებლებისთვის Profy აპლიკაციაში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით.
თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოყენებულ იქნება თქვენთან კომუნიკაციის მიზნით.
ჩვენ კლიენტთა გადახდის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ ხელოსნების სახელით.
მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები ჩვენ მიერ გროვდება პერიოდულად და ინახება დავებისა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
3.პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მომხმარებლისთვის კომპანიის მიერ პლატფორმით სარგებლობის მიზნით. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მომხმარებლების მიერ Profy აპლიკაციის ინსტალაციისა და გამოყენების პროცესში მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს. მომხმარებლის მიერ Profy აპლიკაციის გამოყენების წინაპირობაა წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ასევე დასაშვებია კანონიერი ინტერესების საფუძვლზე, მაგალითად, თაღლითური გადახდების გამოძიებისა და გამოვლენისთვის.
4.პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე
კლიენტის პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხოლოდ ხელოსანს, რომელსაც გააქტიურებული აქვს აპლიკაცია; ასეთ შემთხვევაში, გადაცემული მონაცემებია კლიენტის სახელი, გვარი და შეკვეთის მისამართი.
ხელოსანს, კლიენტის სახელსა და მათ შორის განხორციელებულ კომუნიკაციასთან წვდომა ექნება მომსახურების გაწევიდან 48 საათის განმავლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრისათვის.
კლიენტის მიერ ხელოსნის შეფასება არის ანონიმური და ხელოსანს არ აქვს საშუალება, დაადგინოს შეფასების განმახორციელებელი კლიენტის ვინაობა.
კლიენტის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაძლებელია მისი პერსონალური მონაცემები გადაცემულ იქნას Profy-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორებისათვის (ადგილობრივი შვილობილები, წარმომადგენლები, დაკავშირებული მხარეები, აგენტები და სხვა). Profy-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მიერ მონაცემების დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მისი უსაფრთხოება
მომსახურების პროცესში შეგროვებული პერსონალური მონაცემები გადაეცემა და ინახება Zone Media Ltd. ან/და Amazon Web Services, Inc-ის მონაცემთა ცენტრებში, რომლებიც მდებარეობს ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ Profy-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების უფლებამოსილ პირებს და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ასეთი მონაცემები გამოყენებულ იქნას მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით (მათ შორის, ხელოსნის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები).
კვლევის მიზნებისათვის, მონაცემები გამოყენებულია არაიდენტიფიცირებად ფორმატში, ანონიმური სახით.
6.პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მისი ჩასწორება/განახლება
თქვენ აპლიკაციის მეშვეობით გაქვთ მუდმივი წვდომა საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე და შეგიძლიათ მისი საჭიროებისამებრ განახლება.
7.პერსონალური მონაცემების შენახვა
თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენ მიერ ინახება მანამ, სანამ აქტიურია თქვენი ანგარიში. თქვენი ანგარიშის დეაქტივაციისას, პერსონალური მონაცემები წაიშლება წინამდებარე ნაწილში დადგენილი წესების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემების შენახვა საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ფინანსური მონაცემები შეინახება ბოლო შეკვეთის განთავსებიდან 3 წლის განმავლობაში.
ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის საჭირო მონაცემები შეინახება ბოლო შეკვეთის განთავსებიდან 7 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ საეჭვოა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ელემენტების არსებობა, თაღლითობა ან ცრუ ინფორმაციის წარმოდგენა, მონაცემები შეინახება 10 წლის ვადით.
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში, მონაცემები შეინახება დავის გადაწყვეტის ან მისი ხანდაზმულობის ვადით.
შეკვეთების ისტორია შეინახება 3 წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები ხდება ანონიმური.
გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის დეინსტალაცია არ იწვევს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას.
აპლიკაციის 3 წლის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, ჩვენ დაგიკავშირდებით და გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ანგარიში კვლავ აქტიურია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან ვერ მივიღებთ პასუხს, ანგარიში დაიხურება და წაიშლება პერსონალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა ასეთი მონაცემების შენახვა ბუღალტრული აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
8.პერსონალური მონაცემების წაშლა
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა, წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ წავშლით თქვენს ანგარიშს. შედეგად, თქვენ არ გექნებათ საშუალება გამოიყენოთ აპლიკაცია წაშლილი ანგარიშით.
ჩვენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობთ წარდგენილ ნებისმიერ მოთხოვნაზე, წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რეაგირებას ვახდენთ ერთი თვის ვადაში და ვუთითებთ ასეთი მონაცემების წაშლის ვადას.
9.პერსონალური მონაცემების გადატანა
ჩვენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობთ წარდგენილ ნებისმიერ მოთხოვნაზე, გადავიტანოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რეაგირებას ვახდენთ ერთი თვის ვადაში და ვუთითებთ ასეთი მონაცემების გადატანის თარიღს. მას შემდეგ, რაც მოვახდენთ კლიენტის ვერიფიკაციას, ჩვენ თქვენ მოგაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც მოიცავს: საკონტაქტო ინფორმაციას, გასული 3 წლის ისტორიასა და საგადახდო ინფორმაციას.
10.პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს ან/და ტელეფონის ნომერს გამოვიყენებთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის საშუალებით მოგვცემთ ამის უფლებას. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზაცია იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ როგორ იყენებთ თქვენ Profy-ს მომსახურებებს ( გამოყენების სიხშირე, შეკვეთები, ანგარიშსწორება).
თუ თქვენ აღარ გსურთ მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, გთხოვთ მიყვეთ “Unsubscribe” ლინკს ჩვენი ელექტრონული ფოსტის ბოლოს ან Profy აპლიკაციის პროფილის ველში.
11.დავების გადაწყვეტა
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების მიერ ([email protected])
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაცვის აპარატი არის საზედამხედველო ორგანო, რომელთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – [email protected].
Subscribe to the Profy newsletter
Never miss out on the latest home improvement tips, exclusive offers, and expert advice