ხშირად დასმული კითხვები

ამ გვერდზე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ.

რა არის Profy?

Profy არის მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სახლის ან ოფისის მფლობელებს გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც სხვადასხვა სერვისს აწვდიან მომხმარებლებს, როგორიცაა: დალაგება, სანტექნიკა, ელექტროობა, ქიმ.წმენდა და სხვა. Profy-ს პლატფორმა უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლსა და სანდო, უსაფრთხო სერვისს.

როგორ მუშაობს Profy?

აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი სერვისის კატეგორია და მოძებნოს პროფესიონალი მისთვის ოპტიმალურ საფასო კატეგორიასა და სასურველ თარიღში. მეორე მხრივ, Profy-ს პარტნიორ პროფესიოანალებს ეძლევათ შესაძლებლობა შეასრულონ შეკვეთები და გამოიმუშავონ თანხა.

როგორ გადმოვიწერო აპლიკაცია?

Profy-ს აპლიკაციის გადმოსაწერად მიყევით ამ ბმულს Android-სთვის და ამ ბმულს iOS-სთვის

არიან თუ არა Profy-ს პროფესიონალები ვერიფიცირებული?

ყველა პროფესიონალი წინასწარ გადის გასაუბრებას, პროფესიონალურ ტრენინგს და სქრინინგს. შერჩევის ეს პროცესი უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასებას, რის დაკმაყოფილების შემდეგაც ისინი რეგისტრირდებიან აპლიკაციაში.

აპლიკაციის გარდა, შესაძლებელია შეკვეთის სხვა გზით დაფიქსირება?

შეკვეთის დაფიქსირება ხდება მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ჩვენთან დაკავშირება შგიძლიათ აპლიკაციაში არსებული დახმარების ჩათის და სოციალური ქსელების მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში 

როგორ გამოვიძახო Profy?

1. აირჩიე სერვისი სასურველი კატეგორიიდან

2. შეიყვანე მისამართი

3. შეარჩიე სასურველი პროფი შეფასებებიდან გამომდინარე

4. მიუთითე სასურველი დრო და გადაიხადე ონლაინ.

შეუძლია თუ არა ოსტატს წამოიღოს მასალა?

პროფის ოსტატებს შეუძლიათ მასალის მოტანა, ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი იქნება ტრანსპორტირების და მასალის თანხა.

ვრცელდება თუ არა საგარანტიო პერიოდი ხელოსნის მომსახურებაზე?

პარტნიორი ხელოსნის შესრულებულ სერვისზე საგარანტიო პერიოდს ადგენს თავად შემსრულებელი. ამ პერიოდში საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს დახმარების ჩატში და განმეორებით გამოიძახოს ოსტატი.

 

ექნება თუ არა დამლაგებელს დასალაგებელი ინვენტარი?

დამლაგებელს თან არ ექნება ცოცხი, მტვერსასრუტი და სხვა დამხმარე ხელსაწყო. საჭიროა ყველაფერი ადგილზე დახვდეს. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ საჭირო ხსნარების წამოღება.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას იხდით წინასწარ, შკევეთის განთავსებისთანავე. გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით ან ბარათის დამატებით.

როგორ დავუკავშირდე პროფესიონალს?

შეკვეთის დაფიქრსირების შემდეგ აპლიაკაციის ჩატის მეშვეობით შეგიძლია დაეკონტაქტო შემსურელებელს.

რა არის ფავორიტების სია?

ფავორიტების სია არის იმ პროფესიონალთა სია, რომლებსაც შეუსრულებია თქვენი შეკვეთები და თქვენგან დადებითი შეფასება მიუღიათ. ისინი ჩნდებიან თქვენს მთავარ გვერდზე, მათთან ჩატი მუდმივად ხელმისაწვდომია, ასევე შეგიძლიათ მათი თავისუფალი დღეების წინასწარ ნახვა.

ვინ არის პასუხისმგებელი პირი ინციდენტის შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში თუ გაუთვალიწინებელი ინციდენტი მოხდება პასუხისმგებლობა ეკისრება სერვისის მიმწოდებელს.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ, შეკვეთის გაუქმების პოლიტიკა შეგიძლია იხილოთ აქ.

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა რამდენ ხანში დამიბრუნდება?

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა დაბრუნდება 3 სამუშაო დღეში.

როგორ დავსაქმდე Profy–ში?

ამისათვის უნდა შეავსოთ ფორმა მოცემულ ბმულზე. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი გუნდი. შემდგომი ეტაპები მოიცავს გასაუბრებას და ტრენინგს.

როგორ ხდება გამომუშავბეული თანხის აღება?

გამომუშავებული თანხის ჩარიცხვა შეკვეთის შესრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში

როგორია სამუშაო განრიგი?

სამუშაო განრიგი თქვენზე მორგებულია, თავად აწესებთ თუ რა რიცხვში რომელი საათიდან რომელ საათამდე გსურთ მუშობა. ამ განრიგის კორექტირება მუდმივად შეგიძლიათ.

მხოლოდ ბინებს ვემსახურებით თუ ოფისებსაც?

ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ბინების დალაგების სერვისი

რა არის საჭირო მუშაობის დასაწყებად?

მუშობის დაწყებისთვის საჭიროა გქონდეთ ანდროიდის სმარტფონი და თიბისი ბანკის ანგარიში (ხელოსნის შემთხვევაში უნდა გყავდეთ ავტომობილი და ჰქონდეს პროფილის გათვალისწინებით ყველა საჭირო ხელსაწყო)

ატრიბუტები უნდა ვატარო? (დამლაგებლის შემთხვევაში)

ატრიბუტების უზრუნველყოფა მომხარებლის მხრიდან ხდება, გამონაკლისი ხსნარებია

რა მისამართიდან შემომივა შეკვეთები?

Profy ოპერირებს თბილისის მასშტაბით და შესაბამისად შეკვეთების თბილისის ნებისმიერი უბნიდან შემოგივათ (სურვილის შემთხვევაში ახლომდებარე დასახლებებიდანაც წყნეთი, კიკეთი, რუსთავი, ტაბახმელა, მცხეთა და ა.შ)


© 2024 Profy. All Rights Reserved.