Geo
ამ გვერდზე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ.
Profy არის მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სახლის ან ოფისის მფლობელებს გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც სხვადასხვა სერვისს აწვდიან მომხმარებლებს, როგორიცაა: დალაგება, სანტექნიკა, ელექტროობა, ქიმ.წმენდა და სხვა. Profy-ს პლატფორმა უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლსა და სანდო, უსაფრთხო სერვისს.
აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი სერვისის კატეგორია და მოძებნოს პროფესიონალი მისთვის ოპტიმალურ საფასო კატეგორიასა და სასურველ თარიღში. მეორე მხრივ, Profy-ს პარტნიორ პროფესიოანალებს ეძლევათ შესაძლებლობა შეასრულონ შეკვეთები და გამოიმუშავონ თანხა.
ყველა პროფესიონალი წინასწარ გადის გასაუბრებას, პროფესიონალურ ტრენინგს და სქრინინგს. შერჩევის ეს პროცესი უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასებას, რის დაკმაყოფილების შემდეგაც ისინი რეგისტრირდებიან აპლიკაციაში.
შეკვეთის დაფიქსირება ხდება მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით.
ჩვენთან დაკავშირება შგიძლიათ აპლიკაციაში არსებული დახმარების ჩათის და სოციალური ქსელების მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში
1. აირჩიე სერვისი სასურველი კატეგორიიდან
2. შეიყვანე მისამართი
3. შეარჩიე სასურველი პროფი შეფასებებიდან გამომდინარე
4. მიუთითე სასურველი დრო და გადაიხადე ონლაინ.
პროფის ოსტატებს შეუძლიათ მასალის მოტანა, ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი იქნება ტრანსპორტირების და მასალის თანხა.
პარტნიორი ხელოსნის შესრულებულ სერვისზე საგარანტიო პერიოდს ადგენს თავად შემსრულებელი. ამ პერიოდში საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს დახმარების ჩატში და განმეორებით გამოიძახოს ოსტატი.
დამლაგებელს თან არ ექნება ცოცხი, მტვერსასრუტი და სხვა დამხმარე ხელსაწყო. საჭიროა ყველაფერი ადგილზე დახვდეს. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ საჭირო ხსნარების წამოღება.
თანხას იხდით წინასწარ, შკევეთის განთავსებისთანავე. გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით ან ბარათის დამატებით.
შეკვეთის დაფიქრსირების შემდეგ აპლიაკაციის ჩატის მეშვეობით შეგიძლია დაეკონტაქტო შემსურელებელს.
ფავორიტების სია არის იმ პროფესიონალთა სია, რომლებსაც შეუსრულებია თქვენი შეკვეთები და თქვენგან დადებითი შეფასება მიუღიათ. ისინი ჩნდებიან თქვენს მთავარ გვერდზე, მათთან ჩატი მუდმივად ხელმისაწვდომია, ასევე შეგიძლიათ მათი თავისუფალი დღეების წინასწარ ნახვა.
იმ შემთხვევაში თუ გაუთვალიწინებელი ინციდენტი მოხდება პასუხისმგებლობა ეკისრება სერვისის მიმწოდებელს.
დიახ, შეკვეთის გაუქმების პოლიტიკა შეგიძლია იხილოთ აქ.
შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა დაბრუნდება 3 სამუშაო დღეში.
ამისათვის უნდა შეავსოთ ფორმა მოცემულ ბმულზე. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი გუნდი. შემდგომი ეტაპები მოიცავს გასაუბრებას და ტრენინგს.
გამომუშავებული თანხის ჩარიცხვა შეკვეთის შესრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
სამუშაო განრიგი თქვენზე მორგებულია, თავად აწესებთ თუ რა რიცხვში რომელი საათიდან რომელ საათამდე გსურთ მუშობა. ამ განრიგის კორექტირება მუდმივად შეგიძლიათ.
ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ბინების დალაგების სერვისი
მუშობის დაწყებისთვის საჭიროა გქონდეთ ანდროიდის სმარტფონი და თიბისი ბანკის ანგარიში (ხელოსნის შემთხვევაში უნდა გყავდეთ ავტომობილი და ჰქონდეს პროფილის გათვალისწინებით ყველა საჭირო ხელსაწყო)
ატრიბუტების უზრუნველყოფა მომხარებლის მხრიდან ხდება, გამონაკლისი ხსნარებია
Profy ოპერირებს თბილისის მასშტაბით და შესაბამისად შეკვეთების თბილისის ნებისმიერი უბნიდან შემოგივათ (სურვილის შემთხვევაში ახლომდებარე დასახლებებიდანაც წყნეთი, კიკეთი, რუსთავი, ტაბახმელა, მცხეთა და ა.შ)
Subscribe to the Profy newsletter
Never miss out on the latest home improvement tips, exclusive offers, and expert advice