Geo
სახლის გაქირავება თბილისელი მოსახლეობის უმეტესობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით მარტივი წყაროა. თუმცა ის ფაქტი, რომ მფლობელს ყოველი ახალი სტუმრის მიღებისას სახლის ახლიდან დალაგება უწევს, სიტუაციას ცოტათი ართულებს.
19/02/2025
აქამდე თუ გისარგებლიათ პროფის დალაგების სერვისით, ალბათ შეამჩნევდით რომ სათითაოდ უნდა აგერჩიათ ყველა ის სივრცე, რომლის დალაგებაც გსურდათ. აღნიშნული მიდგომა მათთვის, ვინც საკუთარ სახლში იძახებს პროფის დამლაგებელს, მომგებიანია, რადგან შესაძლოა მომხმარებელს ყველა ოთახის დალაგება არ სურდეს. თუმცა როდესაც საქმე გასაქირავებელ სახლს ეხება, იქ ოთახებს ვერ გამოარჩევ - რადგან ყველაფერი ერთნაირად სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალურად გამქირავებლებზე მორგებული სერვისი შეგვექმნა.
აქედან გამომდინარე ზემოთხსენებულ სერვისში მომხმარებლები თანხას გადაიხდიან არა ოთახების, არამედ კვადრატულობის მიხედვით, რაც დაყოფილია შემდგენაირად: 45m²-მდე, 41-70m² და 71-96 m². მომსახურებაში კი ავტომატურად შევა საძინებლის, სამზარეულოს, მისაღები ოთახის, სველი წერტილებისა და აივნის მოწესრიგება.
ამასთანევე ვინაიდან დღიურად გამქირავებლების მიზანია ბინა მუდმივად ერთ მდგომარეობაში იყოს და ყველა მაცხოვრებლისთვის ერთნაირი გამოცდილება უზრუნველყოს, ამავე სერვისში დავამატეთ სარეცხის გარეცხვა/დაუთოვება, ნაგვის გატანა, სამზარეულოს ზედაპირების წმენდა და ჰიგიენური ნივთების მარაგების შევსება.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შემდეგ კი პროფის დამლაგებელი ფოტოების სახით გამოგიგზავნით მტკიცებულებას იმისა, რომ თქვენი სახლი დალაგებულია და მზადაა მორიგი სტუმრის მისაღებად.
როგორც ხედავთ, ამიერიდან სულ რამდენიმე კლიკითა და მინიმალური ფასით შესაძლებელი იქნება იმ პრობლემის მოგვარება, რომლისთვისაც ადრე ფიზიკურად უნდა მისულიყავით სახლში და მის დასალაგებლად 1 დღე მაინც უნდა გამოგეყოთ.
სახლის გაქირავება თბილისელი მოსახლეობის უმეტესობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით მარტივი წყაროა. თუმცა ის ფაქტი, რომ მფლობელს ყოველი ახალი სტუმრის მიღებისას სახლის ახლიდან დალაგება უწევს, სიტუაციას ცოტათი ართულებს.
19 Feb
Subscribe to the Profy newsletter
Never miss out on the latest home improvement tips, exclusive offers, and expert advice