შემოდგომის სახლის სრული ჩექ-აპი: რა უნდა შევამოწმოთ ოქტომბერში

26/10/2026

ოქტომბერი ის პერიოდია, როცა ზაფხულის დასრულებას უკვე ნამდვილად ვგრძნობთ და სახლი ახალი სეზონისთვის მომზადებას ითხოვს. სანამ დღეები უფრო შემოკლდება და შესამჩნევად აცივდება, კარგი იდეაა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი წინასწარ შევამოწმოთ.

პირველი ყურადღება გათბობის სისტემასა და მოწყობილობებს მიაქციეთ. თუ ზაფხულის განმავლობაში გათბობა თითქმის არ გამოგიყენებიათ, შემოდგომის დასაწყისი კარგი დროა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, ყველაფერი გამართულად მუშაობს. პატარა ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოჩენა ბევრად მარტივია, ვიდრე პრობლემასთან ყველაზე ცივ დღეს გამკლავება.

შემდეგ ფანჯრები და კარები შეამოწმეთ. კარგად იკეტება? ხომ არ შემოდის ცივი ჰაერი? ხომ არ არის სადმე დაზიანებული საკეტი, სახელური ან სხვა დეტალი? ასეთი მცირე პრობლემები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა მათი დროულად მოგვარება სახლში კომფორტის შენარჩუნებაში დაგეხმარება.

არ დაგავიწყდეთ სანტექნიკაც. შეამოწმეთ ონკანები, მილები და ნიჟარის ქვეშ არსებული სივრცე. თუ სადმე მცირე გაჟონვას ან ტენიანობას ამჩნევთ, პრობლემის გადადება არ ღირს. სანტექნიკის მცირე ხარვეზები დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო რთულ შესაკეთებელ პრობლემად იქცეს.

შემოდგომა ასევე კარგი პერიოდია ელექტროობისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესამოწმებლად. თუ რომელიმე როზეტი, ჩამრთველი ან მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, უმჯობესია პრობლემა სპეციალისტმა შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში დროულად მოაგვაროს.

სეზონის ცვლილებასთან ერთად სახლის დალაგებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ზაფხულის ნივთები შეგიძლიათ მოაწესრიგოთ და შეინახოთ, ხოლო უფრო თბილი ტანსაცმელი, პლედები და სხვა სეზონური ნივთები წინასწარ მოამზადოთ. ამ პროცესში კარგი იდეაა იმ ნივთების გადარჩევაც, რომლებსაც აღარ იყენებთ და რომლებიც სახლში უბრალოდ დამატებით ადგილს იკავებს.

შემდეგი ნაბიჯი უფრო დეტალურ დასუფთავებას შეიძლება დაეთმოს. ფანჯრები, კუთხეები, ავეჯის ქვეშ არსებული სივრცე, სამზარეულო და სხვა ადგილები, რომლებიც ყოველდღიური დალაგების დროს ხშირად გამოგვრჩება, სეზონური დასუფთავების ნაწილია.

თუ ოქტომბრის ჩექ-აპის დროს რამდენიმე საქმე დაგიგროვდთა, ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთება აუცილებელი არ არის. Profy-ის დახმარებით შეგიძლიათ იპოვო შესაბამისი სპეციალისტი, წინასწარ ნახო მომსახურების საფასური, შეარჩიოთ სასურველი დრო და რამდენიმე საქმე უფრო მარტივად მოაგვაროთ.

სახლი ყველაზე კომფორტულია მაშინ, როცა პრობლემებს მანამდე ვამჩნევთ, სანამ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვიქმნის დისკომფორტს.
ოქტომბერი სწორედ ის დროა, როცა რამდენიმე საათის ყურადღება შეიძლება მთელი სეზონის კომფორტად გადაიქცეს.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები


© 2024 Profy. All Rights Reserved.