Geo
მწერების გასაქრობად, ან სტრესის მოსახსნელად სულაც არაა საჭირო ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. სახლის მცენარეები ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.
2 წთ-ში წასაკითხი
22/10/2025
სახლის მცენარეები მხოლოდ დეკორატიულ როლს როდი ასრულებენ. მათ საუკეთესო ეფექტი აქვთ სახლში არსებულ ჰაერზე, ჩვენს ხასიათსა და სხვა მრავალ ფაქტორზე. ამ სტატიაში კი გაგაცნობთ სახლის იმ მცენარეებს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო.
ლავანდა - ჟურნალ Journal of Alternative and Complementary Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ლავანდის ზეთს მისი არომატის გამო განსაკუთრებული ეფექტი აქვს ჩვენი განწყობის ასამაღლებლად. შესაბამისად, სახლში მათი არსებობა სასიამოვნო, დამამშვიდებელი სურნელის პირველადი წყაროა.
ვარდი - არსებობს კვლევა იმის შესახებ, რომ ვარდი ადამიანისთვის სიყვარულთანაა ასოცირებული და მისი დანახვა თუ არომატის შესუნთქვა ოქსიტოცინის, ანუ ე.წ. სიყვარულის ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს.
მათთვის, ვისთვისაც ნესტიანი ჰაერი საზიანოა და მშრალ კლიმატს ამჯობინებენ, არსებობს რამდენიმე ჯიშის მცენარე, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.
Nephrolepis exaltata (ოთახის გვიმრა) და Hedera helix (სურო) ის მცენარეებია, რომლებიც საუკეთესოდ ახერხებენ ნესტის შეწოვასა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირიქით, ოთახის კიდევ უფრო დატენიანება გსურთ, მაშინ Dypsis lutescens-ს (დიფსისის პალმა) შეძენას გირჩევთ.
ბაზილიკი - აღნიშნული მცენარე რამდენადაც გემრიელია საკვებში, იმდენადვე შემაწუხებელია კოღოებისთვისა და ბუზებისთვის. ანალოგიური ეფექტი აქვს Marigold-საც (ყვითელი ყვავილი)
Sansevieria (სანსივიერა) - NASA-ს კვლევის თანახმად, სანსივიერა ოთახიდან ისეთ ტოქსინებს აქრობს, როგორებიცაა ფორმალდეჰიდი და ბენზოლი.
Chlorophytum comosum (ობობა მცენარე) - იგივე თვისებები აქვს, რაც სანსვიერას, თუმცა ობობა მცენარეს არ უყვარს პირდაპირ მზის სხივების ქვეშ ყოფნა. შესაბამისად უმჯობესია, თუ მას უბრალოდ ნათელ ოთახში მოვათავსებთ, სადაც მზის სხივები ირიბად ეცემა. (აქ ჩაჯდება ფოტო სახელად “ობობა”)
Peace Lily (Spathiphyllum) - ასევე NASA-მ დაადგინა, რომ აღნიშნული მცენარე ეფექტურია ჰაერიდან მავნე აქროლადი ნივთიერებების მოსაშორებლად. ასეთებია: ბენზოლი, ეთილენგლიკოლი, ფორმალდეჰიდი, მეთილენქლორიდი, ტეტრაქლოროეთილენი, ტოლუოლი, ქსილენი…
03 Sep - 2 წთ-ში წასაკითხი
არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები