გამართული გათბობის სისტემა ცივი ზამთრის გადასატანად

3 წთ-ში წასაკითხი

07/11/2025

ცივი სეზონი დადგომა ყველასთვის სტრესულია და გვესმის, თუ თქვენთვის რთულია გამონახოთ დრო სისტემატიურად და პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტაროთ თქვენი გათბობის სისტემას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მის უყურადღებოდ დატოვებას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მთელი რიგი პრობლემები მოჰყვება.


ამ ბლოგში განვიხილავთ იმ ყველა შესაძლო რისკს, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გაუმართავ ან დაუსევლელ გათბობის სისტემასთან ერთად ცხოვრებამ.

ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გაჟონვა

თუ ქვაბი ან გამათბობელი დიდი ხნის განმავლობაში არ შემოწმდება, აუცილებლად გაიზრდება CO-ის გაჟონვის რისკი. ეს უსუნო და უხილავი აირი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახები თავბრუსხვევას, დაღლილობას და ყინულივით ცივ კიდურებს არასწორად მიაწერენ სიცხის შემცირებას ან ვირუსს, თუმცა მიზეზი შეიძლება სწორედ ამ ნივთიერების ჩვენს სახლში ნელ-ნელა დაგროვება იყოს.

მძიმე ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ყოველწლიურად თავის დაზღვევის მიზნით შევამოწმოთ ჩვენი გათბობის სისტემა.

არასაკმარისი გათბობა და იმუნური სისტემის დასუსტება

გათბობის სისტემაში დაგროვებული მტვერი, ნამწვი და ბალანსით დაკარგული ტემპერატურა იწვევს გახშირებულ გაციებას, ყელის გაღიზიანებასა და სასუნთქი გზების პრობლემას. ხშირია შემთხვევა, როცა ოთახში ტემპერატურა არც ერთიანია და არც სტაბილური. ამან შეიძლება იმუნიტეტი საგრძნობლად დაასუსტოს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

ტენიანობის მატება და ობის ფორმირება

არასწორად გამართულმა რადიატორმა, მილებიდან მცირე გაჟონვამ ან კონდენსატმა შესაძლოა სახლში ტენიანობა გაზარდოს. შედეგად ჩნდება ობი, რომელიც არა მხოლოდ კედლებს აზიანებს, არამედ რისკს ქმნის რესპირატორული პრობლემების, ალერგიისა და თავის ტკივილისთვის.
გათბობის სისტემის მცირე გაჟონვა ხშირად შეუმჩნეველია, სანამ პრობლემა სერიოზულად არ გამწვავდება.

ელექტრო რისკები, ხანძრის საფრთხე და მატერიალური ზიანი

მრავალი გათბობის სისტემა დაერთებულია სხვადასხვა ელექტრონულ ნაწილებზე. მტვრის, ჭუჭყისა და გადახურების გამო შესაძლოა მოხდეს დენის მოკლე ჩართვა, ხოლო ეს კი ზამთარში ხანძრის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

თუ სისტემა დაბალანსებული არ არის, შეიძლება ზედმეტად გაახუროს რადიატორი, მილები და თვითონ ქვაბიც კი. შედეგად

  • სითბოს გავრცელება ხდება არათანაბრად სხვადასხვა ოთახებში
  • იხარჯება ზედმეტი გაზი/დენი
  • აზიანებს იატაკს, ავეჯსა ან კედლებს
  • ზრდის საშიშროების ალბათობას

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ზრდის მომსახურების ხარჯებს, რადგან დაზიანების შემდეგ შეკეთება ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე მისი დროული შემოწმება და რისკის პრევენცია.

ნუ ჩართავთ თქვენს ოჯახს და სახლს რისკში

ზამთარში გამართული გათბობა არ არის მხოლოდ კომფორტი, ეს არის უსაფრთხოების აუცილებელი პირობა.

თუ დრო არ გაქვთ ან გსურთ, რომ ყველაფერი პროფესიონალებმა შეამოწმონ, პროფის გუნდი მზადაა ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ.

აპლიკაციაში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დღესა და დროს აირჩიოთ უამრავი მაღალი შეფასების მქონე სპეციალისტი და წინასწარ დაადგინოთ სერვისის ზუსტი ღირებულება.

TBC CONCEPT-ის შეთავაზების ფარგლებში, 15 დეკემბრამდე ისარგებლეთ 25%-იანი ფასდაკლებით პროფის აპლიკაციაში არსებულ ნებისმიერ სერვისზე თიბისი კონცეპტ Visa ბარათით გადახდისას.

მშვიდი და უსაფრთხო ზამთარი იწყება გამართულ გათბობის სისტემაზე ზრუნვით.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები


© 2024 Profy. All Rights Reserved.