Geo
ავეჯის აწყობას შესაბამისი ცოდნა სჭირდება როგორც ტექნიკური, ისე თეორიული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ სჯობს საქმე ყოველთვის პროფესიონალს მივანდოთ
2 წთ-ში წასაკითხი
21/08/2025
ავეჯის აწყობა ერთი შეხედვით სახალისო პროცესს ჰგავს, თუმცა ჩვენთვის არაერთ სასოწარკვეთილ მომხმარებელს მოუმართავს მას შემდეგ, რაც ავეჯის აწყობის პასუხისმგებლობა თავად აიღეს და პროცესში მიხვდნენ, რომ საქმე გაცილებით უფრო რთული, დიდხნიანი და ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მათ ეგონათ.
სწორედ ამიტომ გაგიზიარებთ რამდენიმე მაგალითს, რის გამოც სჯობს მომხმარებელმა თავი შეიკავოს ექსპერიმენტებისგან და საქმე პროფესიონალ ხელოსანს მიანდოს.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უჭირს ინსტრუქციის გაგება, რადგან ავეჯის მწარმოებლები ხარჯების დაზოგვის მიზნით ინსტალაციის ეტაპებს დეტალურად არ უთითებენ ბროშურებში. შესაბამისად არ არის გასაკვირი, თუ შუა მონტაჟის დროს ვეღარ ხვდებით ინსტრუქციაში მოცემული ნახატის მიხედვით რა ინსტრუმენტი გჭირდებათ პროცესის დასასრულებლად. ზედმეტი დროის დაკარგვის პრევენციისთვის კარგია, თუ თქვენს ავეჯს თავიდანვე ოსტატი ააწყობს, რომელსაც დიდი გამოცდილების გამო საერთოდ არ სჭირდება ინსტრუქციის გამოყენება.
წარმოიდგინეთ, რომ თითქმის დაასრულეთ საწოლის აწყობა და აღმოაჩინეთ, რომ რაიმე ნაწილი დაგაკლდათ. ან პირიქით, ზედმეტობით შემოგრჩათ... ორივე შემთხვევაში პანიკა გარდაუვალია, რადგან ან უნდა დავშალოთ და ახლიდან ავაწყოთ ან დავტოვოთ ისე, როგორც არის და იმის შიშში ვიყოთ, რომ საწოლი ჩაგვიტყდება. გამოუცდელი მომხმარებლისგან განსხვავებით პროფესიონალმა დასაწყისშივე იცის რომელი ნაწილებია საჭირო კონკრეტული ნივთის ასაწყობად.
არასწორად აწყობილმა ავეჯმა შესაძლოა ჩვენს უსაფრთხოებასაც შეუქმნას პრობლემა.
მაგალითისთვის, თუ წიგნების თარო შესაბამისი სტანდარტების მიხედვით არ დავამონტაჟეთ ან რომელიმე ლურსმანი/ხრახნი იქ არ გამოვიყენეთ, სადაც საჭირო იყო, ერთ დღეს შესაძლოა ჩამოვარდეს და შემთხვევა ფატალურად დასრულდეს. აღნიშნული არ ეხება მხოლოდ თაროებს, არამედ სკამებსაც, მაგიდას, კარებს და ა.შ.
ხელსაწყოები
ყველა ავეჯს თავისი ხელსაწყო როდი მოჰყვება. ზოგიერთი ნაწილი სპეციალურ იარაღსაც კი მოითხოვს და წინასწარ თუ არ შეიძინე ან სახლში სრულიად შემთხვევით არ აღმოაჩინე, მის გარეშე ვერაფერის აწყობას შეძლებ. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს თავისი წესი აქვს გამოყენების. მაგალითად: არ აქვს მნიშვნელობა სავარძელს ვაკეთებთ, მაგიდასა თუ სკამს - თუ სახრახნისი იმაზე მეტად მოვუჭირეთ, ვიდრე საჭიროა,
იმ შემთხევაში თუ იმ მაღაზიას, სადაც ავეჯი შეიძინეთ არ ჰყავს საკუთარი ხელოსანი, მაშინ Profy იდეალური გამოსავალია ამ არც თუ ისე ნაკლებად საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად.
იმის გარდა, რომ პროფესიონალი ხელოსნის პოვნა აპლიკაციაშია შესაძლებელი, სადაც დეტალურადაა მოცემული მისი სერვისის ღირებულება, თავისუფალი გრაფიკი, სხვა მომხმარებლების შეფასებები და ზოგ შემთხვევაში ხელოსნის პორტფოლიოც კი, პროფის თითოეულ ოსტატს პროფესიული დაზღვევაც კი აქვს. თუ მან შემთხვევით თქვენი ახლადშეძენილი ავეჯის რომელიმე ნაწილი დააზიანა, დაზიანებული ნივთის ღირებულებას დაზღვევა აანაზღაურებს. ამასთანავე აპლიკაციაში ხელმისაწვდომია დახმარების გუნდი, რომელიც უწყეტ რეჟიმში მზადაა ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ, გაგიწიოთ კონსულტაცია და პრობლემის აღმოფხვრაში დროულად დაგეხმაროთ.
Subscribe to the Profy newsletter
Never miss out on the latest home improvement tips, exclusive offers, and expert advice