Geo
B2B პლატფორმა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ერთიან სისტემას ოფისისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, დასაბიუჯეტებლად და გასაკონტროლებლად - მიუხედავად იმისა, კომპანია ერთ ფილიალს მართავს თუ ორმოცდაათს.
3 წთ-ში წასაკითხი
04/05/2026
Profy-მ დღეს Profy Business წარადგინა - ეს არის B2B პლატფორმა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ერთიან სისტემას ოფისისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, დასაბიუჯეტებლად და გასაკონტროლებლად - მიუხედავად იმისა, კომპანია ერთ ფილიალს მართავს თუ ორმოცდაათს.
ახალი პროდუქტი პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, თუ როგორ იმართება ყოველდღიური ოპერაციები ქართული ბიზნესების უმეტესობაში: WhatsApp-ის ჯგუფების, ნაღდი ფულის და ოფის-მენეჯერების პირადი კონტაქტების მეშვეობით.
არა აქვს მნიშვნელობა, ერთ ოფისს მართავთ თუ ორმოცდაათს, ყოველდღიური სერვისების მართვის სტილი წლებია არ შეცვლილა. ეს კვლავ WhatsApp-ში მიწერ-მოწერა, ნაღდი ფული და მენეჯერის პირადი კონტაქტებია. ჩვენი მიზანია, ეს რეალობა შევცვალოთ
Profy Business ოპერაციების, ფინანსებისა და ადმინისტრაციის გუნდებს სთავაზობს ერთიან სამართავ პანელს რათა:
დღეს სხვადასხვა ზომისა და სექტორის ქართულ კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციები არაფორმალური კომუნიკაციიდან ციფრულ პლატფორმებზე გადააქვთ. Profy Business არის სერვისების შესყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც Profy-ს უკვე არსებულ, წარმატებულ ბაზაზე შეიქმნა.
გაშვების ეტაპზე Profy მიზნად ისახავს მომხმარებელთა ფართო სეგმენტის მოცვას - დაწყებული ერთი ოფისის მქონე სტარტაპებიდან, პროფესიული სერვისების კომპანიებიდან და კლინიკებიდან, დასრულებული რესტორნებისა და რითეილის ქსელებით, უძრავი ქონების მართვის კომპანიებით, სასტუმროებითა და მსხვილი კორპორაციებით.
Profy Business-ს არ აქვს ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი ან სერვისების გამოყენების სავალდებულო ლიმიტი. სისტემა სრულად არის მორგებული კომპანიის რეალურ საჭიროებებზე, პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესი თავად წყვეტს, როდის და რა მოცულობის მომსახურება სჭირდება. თქვენ იძახებთ ზუსტად იმდენ სერვისს, რამდენიც გსურთ და იხდით მხოლოდ მიღებული მომსახურების შესაბამის თანხას.
Profy Business-ის სერვისების სარგებლობისთვის - https://business.profy.ge/
სიგრილე ცხელ დღეებში
20 May - 3 წთ-ში წასაკითხი
არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები