Geo
როდის ღირს DIY და როდის ჯობს პროფესიონალს მიმართო? გაიგე, როგორ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დაზოგო დრო და თავი აარიდო ზედმეტ რისკებს Profy-ს დახმარებით
2 წთ-ში წასაკითხი
25/02/2026
ბინაში ან სახლში ყოველთვის მოიძებნება საქმე, რომლის გაკეთებაც „თავადაც შეგვიძლია“. ერთი შეხედვით მარტივი საქმის გაკეთება, როგორიცაა თაროს დამონტაჟება ან ონკანის შეცვლა ხშირად DIY გადაწყვეტილებად გვეჩვენება - განსაკუთრებით მაშინ, როცა დროის დაზოგვა ან ხარჯის შემცირება გვსურს.
თუმცა ყველა საქმე არ არის უსაფრთხო ან ეფექტური საკუთარი ძალებით შესასრულებლად. ზოგჯერ DIY შეიძლება გადაიქცეს დამატებით ხარჯად, დაზიანებად ან უსაფრთხოების რისკად, როცა საქმე ეხება ტექნიკურ სისტემებთან შეჭიდებას ან ძველ ბინებში რამის შეკეთებას.
ამ ბლოგში დაგეხმარებით გაარჩიოთ, როდის არის სწორი არჩევანი რაღაცის შეკეთება თავად და როდის სჯობს მივმართოთ პროფესიონალს დასახმარებლად.
როდის შევაკეთოთ თავად
რაიმე დაზიანების თავად შეკეთება მუშაობს მაშინ, როცა საქმე მარტივ, დაბალი რისკის მქონე სამუშაოებს ეხება. მაგალითად, დეკორატიული ელემენტების ან ნათურის შეცვლა, ავეჯის აწყობა ინსტრუქციის მიხედვით ან სივრცის მოწესრიგება ის შემთხვევებია, როცა საკუთარი ძალებით შესრულება სრულიად გამართლებულია. ასეთ დროს თქვენ აკონტროლებთ პროცესს, ზოგავთ დროს და იღებთ კმაყოფილებას გაკეთებული საქმიდან.
როდის მივმართოთ პროფესიონალს
არსებობს სამუშაოები, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა რეალურად სერიოზულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ელექტრო გაყვანილობა, გაზისა და
გათბობის სისტემები, წყლის მილების შეკეთება ან კედლის ბურღვა - ეს ის შემთხვევებია, როცა შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს.
თბილისში არსებული ბევრი ბინა ძველ შენობებში მდებარეობს, სადაც ერთმა არასწორმა ჩარევამ შეიძლება მთლიანი სისტემა დააზიანოს, გამოიწვიოს გაჟონვა, მოკლე ჩართვა ან უსაფრთხოების სხვა რისკები. ასეთ სიტუაციებში პროფესიონალის ჩართვა არა ზედმეტი ხარჯი, არამედ გონივრული გადაწყვეტილებაა.
დრო და რეალური ხარჯი
ხშირად საკუთარი ძალით შეკეთება უფრო იაფ სერვისად გვეჩვენება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ დახარჯულ დროს, საჭირო ინსტრუმენტების შეძენასა და შესაძლო შეცდომების გამოსწორებას, საბოლოო ხარჯი შეიძლება ბევრად გაიზარდოს. პროფესიონალი კი საქმეს სწრაფად, ზუსტად და დამატებითი პრობლემების გარეშე ასრულებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას უსაფრთხოებაა. თუ ოდნავი ეჭვი მაინც გაქვთ, რომ სამუშაო შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ეს უკვე სიგნალია, რომ პროფესიონალს უნდა მიმართოთ.
პროფესიონალური დახმარება მარტივად
თუ არ გსურთ რისკი, ზედმეტი დროის დაკარგვა ან გაუთვალისწინებელი ხარჯები, Profy ამ პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. აპლიკაციაში შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ მაღალი შეფასების მქონე სპეციალისტი, წინასწარ ნახოთ სერვისის ღირებულება და დაჯავშნოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
ზოგი საქმე ნამდვილად შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილება პროფესიონალის დახმარებაა.
სწორი არჩევანი ნიშნავს უსაფრთხო სახლს, დაზოგილ დროს და მშვიდ ყოველდღიურობას.
არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები