რა უნდა ვიცოდეთ ქიმიურ წმენდაზე?
რატომაა მნიშვნელოვანი ავეჯის ქიმწმენდა ჩვენი ჯანმრთელობისა და ავეჯის ხარისხის შესანარჩუნებლად.
სახლში რბილი ავეჯი ყველას გვაქვს, თანაც არა ერთი. იქნება ეს ხალიჩა, სავარძელი, საწოლი თუ ნებისმიერი სხვა. არ აქვს მნიშვნელობა იგი დეკორაციის როლს ასრულებს, თუ კომფორტისთვისაა - მისი სისუფთავე მნიშვნელოვანია როგორც ავეჯის დიდი ხნით შესანარჩუნებლად, ისე ჩვენი და გარემოს სიჯანსაღისთვის.
თანაც ალბათ მსგავს ავეჯზე შემჩნეულიც გექნებათ წარწერა “dry clean only” (“მხოლოდ მშრალი წმენდისთვის”). თუმცა რას ნიშნავს იგი და რატომაა აუცილებელი, ბევრმა არ იცის. ამიტომაც ამ სტატიაში მშრალი, ანუ ქიმიური წმენდის აუცილებლობაზე ვისაუბრებთ.
რას ნიშნავს ქიმწმენდა?
ავეჯის მშრალი წმენდა წყლის ნაცვლად სპეციალური, გამხსნელი ხსნარებით მიმდინარეობს, რომელიც ლაქებსა და ჭუჭყს უფრო მარტივად აცილებს. აღნიშნული მეთოდი ბევრად ეფექტურია ცხიმებისა და ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად. თუმცა მის შესასრულებლად აუცილებლად პროფესიონალია საჭირო, რათა ქიმიური ნივთიერებების სათანადოდ მოუცილებლობის შემთხვევაში ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
ქიმიური წმენდა მიზანშეწონილია აბრეშუმის, ტილოსა და ბამბის ქსოვილებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ მატერიის გაცრეცვა, ფერის გახუნება ან სხვა სახის დაზიანებები.
რა სარგებელი აქვს ქიმწმენდას?
ებრძვის ბაქტერიებს: ქიმწმენდის შედეგი არა მარტო ვიზუალური სისუფთავეა, არამედ იგი ადამიანის უხილავ მტერს, ბაქტერიასაც ებრძვის. შეიძლება გვეგონოს, რომ თუ, მაგალითად, დივანზე საჭმელი დაგვეყრება და უცებ ავწმენდთ, ჭუჭყი გაქრება, მაგრამ ბაცილები სინამდვილეში არსად მიდიან. ისინი რჩებიან ავეჯში, მრავლდებიან და ჩვენს წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას.
ამცირებს ალერგენებს: რბილი ქსოვილები უცხო ობიექტებს ადვილად იკავებენ. რა თქმა უნდა, მათ შორის იმათაც, რომლებსაც ჩვენზე ალერგიული ეფექტი აქვთ. მაგალითად: ცხოველის ბეწვი, მტვერი, სოკო, ობი და ა.შ. შესაბამისად ხალიჩის წმენდა ქიმიური საშუალებებით ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტი ჭუჭყი სწორედ აქ გროვდება.
აქრობს სუნს: ავეჯში არა მარტო ლაქებმა, არამედ სუნმაც იცის ჩაჯდომა. ეს შეიძლება იყოს საკვების, სიგარეტის კვამლის, ანდაც ჩვენი, ადამიანების, მიერ გამოყოფილი სპეციფიური სუნი, რომელიც ასე ერთი შეხედვით არ იგრძობა, მაგრამ როდესაც სახლში ვბრუნდებით, მაშინვე ცხვირში გვეცემა ხოლმე.
აუმჯობესებს ჰაერს: ზემოთჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრა ავტომატურად ასუფთავებს ჰაერს და ზრდის მის ხარისხს. ანუ აღარ დაფრინავენ უცხო ნაწილაკები, რომლებიც ჩვენს კანზე, ან საკვებში მოხვედრის შემთხვევაში რაიმე საფრთხეს შეგვიქმნიან.
როგორც ვხედავთ, სახლში არსებული რბილი ქსოვილების ქიმიურად გასუფთავება იმაზე მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე გვეგონა. ამიტომ ეწვიეთ პროფის განახლებულ აპლიკაციას, სადაც ქიმიური წმენდის კატეგორიაში ნებისმიერ სერვისს იპოვით. მისი გამოძახების შემდეგ კი გამოცდილი პროფესიონალი თქვენთვის სასურველ დროს სახლში მოგაკითხავთ და თქვენს ავეჯსა თუ ტანსაცმელს, ახალ სიცოცხლეს შესძენს.