სანტექნიკოსის გამოძახება

Profy-ში სანტექნიკოსს აპლიკაციით გამოიძახებთ: ირჩევთ სერვისს, ხელოსანს შეფასებების მიხედვით და დროს, რომელიც გაწყობთ. ფასს შეკვეთამდე ხედავთ.

სანტექნიკის სერვისები

  • სანტექნიკის მოწყობილობები — ონკანის, ნიჟარის, უნიტაზისა და ბიდეს მონტაჟი და შეკეთება.
  • გაყვანილობა — მილების მონტაჟი და შეკეთება.
  • გაჭედილი კანალიზაცია — კანალიზაციის გაწმენდა და შეკეთება.
  • წყლის გაჟონვა — დაზიანებული მილის შეკეთება.

როდის არ ღირს გადადება

შეამოწმეთ ონკანები, მილები და ნიჟარის ქვეშ არსებული სივრცე. თუ სადმე მცირე გაჟონვას ან ტენიანობას ამჩნევთ, პრობლემის გადადება არ ღირს: სანტექნიკის მცირე ხარვეზი დროთა განმავლობაში უფრო რთულ შესაკეთებელ პრობლემად იქცევა.

რა უნდა იცოდეთ შეკვეთამდე

  • ხელოსანს შეუძლია მასალის მოტანა. ამ შემთხვევაში იხდით მასალისა და ტრანსპორტირების თანხას.
  • შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდს ადგენს თავად ხელოსანი.
  • ყველა პროფესიონალი გადის გასაუბრებას, ტრენინგსა და სქრინინგს.
  • შეკვეთის შემდეგ ხელოსანს აპლიკაციის ჩატში დაუკავშირდებით და პრობლემას წინასწარ აუხსნით.

როგორ გამოვიძახო Profy

  1. აირჩიეთ სერვისი და საფასო კატეგორია, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება.
  2. ნახეთ, რომელი პროფია თავისუფალი, და აირჩიეთ სასურველი.
  3. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე, საათი და განათავსეთ შეკვეთა.
  4. გადაიხადეთ ონლაინ. თქვენს მოთხოვნას არავინ უნდა დაეთანხმოს და დასადასტურებლად არავინ დაგირეკავთ.

ხშირად დასმული კითხვები

შეუძლია თუ არა ხელოსანს მასალის მოტანა?

დიახ. ამ შემთხვევაში იხდით მასალისა და ტრანსპორტირების თანხას.

ვრცელდება თუ არა გარანტია ხელოსნის მომსახურებაზე?

საგარანტიო პერიოდს ადგენს თავად ხელოსანი. ამ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მოგვწერეთ დახმარების ჩატში და ხელოსანს განმეორებით გამოიძახებთ.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას იხდით წინასწარ, შეკვეთის განთავსებისთანავე. გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით ან ბარათით.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა გიბრუნდებათ 3 სამუშაო დღეში.

გადმოწერეთ Profy-ს აპლიკაცია და განათავსეთ შეკვეთა. სხვა სერვისები იხილეთ გვერდზე ყველა სერვისი.

იხილეთ ასევე: სარეცხი მანქანის შეკეთება.

სხვა სერვისები: სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, უნივერსალური ხელოსანი, ტექნიკის ხელოსანი, სარეცხი მანქანის შეკეთება, კონდიციონერი, გათბობა, კარები და საკეტები, ავეჯის აწყობა, სარემონტო სამუშაოები, ტვირთის გადაზიდვა, IT მომსახურება, პესტ კონტროლი.

წაიკითხეთ ბლოგში: შემოდგომის სახლის სრული ჩექ-აპი: რა უნდა შევამოწმოთ ოქტომბერში, სახლის მომზადება შვებულებამდე, თავად შევაკეთოთ თუ პროფესიონალს მივმართოთ?.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები


© 2024 Profy. All Rights Reserved.