სარეცხი მანქანის შეკეთება

თუ სარეცხი მანქანა აღარ ირთვება, წყალს არ ტუმბავს ან ხმაურობს, Profy-ში ტექნიკის ხელოსანს აპლიკაციით გამოიძახებთ. ირჩევთ პროფესიონალს შეფასებების მიხედვით და დროს, რომელიც გაწყობთ; ფასს შეკვეთამდე ხედავთ.

ხელოსნის მოსვლამდე

  • ჩაინიშნეთ მანქანის მოდელი და ის, რაც ხდება: არ ირთვება, წყალს არ ტუმბავს, ხმაურობს თუ ჟონავს.
  • თუ წყალი ჟონავს, გამორთეთ მანქანა დენის წყაროდან და დაკეტეთ წყლის ონკანი.
  • გაათავისუფლეთ მანქანასთან მისასვლელი, რომ ხელოსანმა მუშაობა მაშინვე დაიწყოს.
  • დეტალები ხელოსანს წინასწარ მისწერეთ აპლიკაციის ჩატში.

რა უნდა იცოდეთ შეკვეთამდე

  • ხელოსანს შეუძლია მასალის მოტანა. ამ შემთხვევაში იხდით მასალისა და ტრანსპორტირების თანხას.
  • შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდს ადგენს თავად ხელოსანი.
  • ყველა პროფესიონალი გადის გასაუბრებას, ტრენინგსა და სქრინინგს.

სხვა ტექნიკის შეკეთება

Profy-ში ასევე გამოიძახებთ ხელოსანს ჭურჭლის სარეცხი მანქანის, მაცივრის, გაზქურისა და ტელევიზორის შესაკეთებლად.

როგორ გამოვიძახო Profy

  1. აირჩიეთ სერვისი და საფასო კატეგორია, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება.
  2. ნახეთ, რომელი პროფია თავისუფალი, და აირჩიეთ სასურველი.
  3. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე, საათი და განათავსეთ შეკვეთა.
  4. გადაიხადეთ ონლაინ. თქვენს მოთხოვნას არავინ უნდა დაეთანხმოს და დასადასტურებლად არავინ დაგირეკავთ.

ხშირად დასმული კითხვები

შეუძლია თუ არა ხელოსანს მასალის მოტანა?

დიახ. ამ შემთხვევაში იხდით მასალისა და ტრანსპორტირების თანხას.

ვრცელდება თუ არა გარანტია ხელოსნის მომსახურებაზე?

საგარანტიო პერიოდს ადგენს თავად ხელოსანი. ამ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მოგვწერეთ დახმარების ჩატში და ხელოსანს განმეორებით გამოიძახებთ.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას იხდით წინასწარ, შეკვეთის განთავსებისთანავე. გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით ან ბარათით.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა გიბრუნდებათ 3 სამუშაო დღეში.

გადმოწერეთ Profy-ს აპლიკაცია და განათავსეთ შეკვეთა. სხვა სერვისები იხილეთ გვერდზე ყველა სერვისი.

იხილეთ ასევე: სანტექნიკოსის გამოძახება.

სხვა სერვისები: სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, უნივერსალური ხელოსანი, ტექნიკის ხელოსანი, სარეცხი მანქანის შეკეთება, კონდიციონერი, გათბობა, კარები და საკეტები, ავეჯის აწყობა, სარემონტო სამუშაოები, ტვირთის გადაზიდვა, IT მომსახურება, პესტ კონტროლი.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები


© 2024 Profy. All Rights Reserved.