გენერალური დალაგება

ფასი: 50 ლარიდან.

გენერალური დალაგება რეგულარულზე მეტს მოიცავს: საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სამზარეულოს კარადებს შიგნიდან და გარედან, ჭაღებსა და რბილ ავეჯს. დამლაგებელს ირჩევთ Profy-ს აპლიკაციაში და ჯავშნით მის თავისუფალ საათს. Profy მუშაობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

რას მოიცავს გენერალური დალაგება

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამზარეულოს კარადების გაწმენდა შიგნიდან და გარედან
  • იატაკის, კარისა და სახელურების გაწმენდა
  • სარკის ზედაპირიდან ნათითურების მოშორება
  • ფანჯრებისა და რაფების გაწმენდა შიგნიდან და გარედან (ხელმისაწვდომი არეალები), არაუმეტეს 20 კვადრატული მეტრისა
  • რბილი ავეჯის გასუფთავება მტვერსასრუტით
  • სარეცხის გარეცხვა, გაფენა და დაუთოება 5 კგ-მდე (ერთი სარეცხი მანქანის დოლურა)
  • ჭაღების გაწმენდა
  • ჭურჭლის რეცხვა (ნიჟარაში არსებული რაოდენობა)

გაითვალისწინეთ: დამლაგებელს თან არ ექნება ცოცხი, აქანდაზი, მტვერსასრუტი და სხვა ინვენტარი.

გენერალური თუ რეგულარული დალაგება

თუ საკმარისია მტვრის მოშორება, იატაკის, სააბაზანოსა და ფანჯრების გაწმენდა, აირჩიეთ რეგულარული დალაგება, რომლის ფასი 45 ლარიდან იწყება. რემონტის შემდეგ კი გამოიყენეთ რემონტის შემდგომი დალაგება.

როგორ გამოვიძახო Profy

  1. აირჩიეთ სერვისი და საფასო კატეგორია, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება.
  2. ნახეთ, რომელი პროფია თავისუფალი, და აირჩიეთ სასურველი.
  3. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე, საათი და განათავსეთ შეკვეთა.
  4. გადაიხადეთ ონლაინ. თქვენს მოთხოვნას არავინ უნდა დაეთანხმოს და დასადასტურებლად არავინ დაგირეკავთ.

ხშირად დასმული კითხვები

ექნება თუ არა დამლაგებელს ინვენტარი?

დამლაგებელს თან არ ექნება ცოცხი, მტვერსასრუტი და სხვა დამხმარე ხელსაწყო, ამიტომ ეს ყველაფერი ადგილზე უნდა დახვდეს. საწმენდი ხსნარების წამოღება შეგიძლიათ მოითხოვოთ.

უნდა დაველოდო თუ არა შეკვეთის დადასტურებას?

არა. თითოეული პროფი თავად ადგენს სამუშაო საათებს, ამიტომ პირდაპირ თავისუფალ საათს ჯავშნით. პროფის გამოძახება შეგიძლიათ დღესვე ან რამდენიმე დღით ადრე.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას იხდით წინასწარ, შეკვეთის განთავსებისთანავე. გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით ან ბარათით.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა გიბრუნდებათ 3 სამუშაო დღეში.

არიან თუ არა Profy-ს პროფესიონალები შემოწმებული?

ყველა პროფესიონალი აპლიკაციაში რეგისტრაციამდე გადის გასაუბრებას, პროფესიულ ტრენინგსა და სქრინინგს.

გადმოწერეთ Profy-ს აპლიკაცია და განათავსეთ შეკვეთა. სხვა სერვისები იხილეთ გვერდზე ყველა სერვისი.

სხვა სახის დალაგება: რეგულარული დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, საათობრივი დალაგება, ფანჯრების წმენდა, გაუთოება, სადარბაზოს დალაგება, გასაქირავებელი ბინის დალაგება, ქიმწმენდა.

წაიკითხეთ ბლოგში: შემოდგომის სახლის სრული ჩექ-აპი: რა უნდა შევამოწმოთ ოქტომბერში, მზადება წვიმიანი დღეებისთვის, მზადება უნივერსიტეტისთვის, კომფორტული ოთახი წარმატებული სასწავლო წლისთვის, იდეალური სახლი ზაფხულისთვის: პატარა ცვლილებები დიდი კომფორტისთვის, სახლის მომზადება შვებულებამდე, სასკოლო სეზონი: როგორ გეხმარებათ Profy მშობლებს, Profy- ორიგინალური საჩუქარი ვალენტინობისთვის, სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები


© 2024 Profy. All Rights Reserved.