Geo
არასწორი თანმიმდევრობით დალაგებული სახლი, შესაძლოა იმაზე არეული აღმოჩნდეს, ვიდრე დალაგებამდე იყო.
27/11/2024
თუ კერძო სახლებს არ ჩავთვლით, მაშინ, როგორც წესი, აივანზე მოსახვედრად ჯერ სხვა ოთახები უნდა გავიაროთ. შესაბამისად ბინის დასუფთავება აივნით უნდა დავიწყოთ, რათა იქ არსებული მტვერი და ჭუჭყი ისევ შიგნით, მისაღებ, ან სხვა უკვე გასუფთავებულ ოთახებში არ შემოვიტანოთ
მნიშვნელოვანია გავიაზროთ ისიც, რომ დალაგებისას, გვინდა არ გვინდა, ჩვენთვითონაც ვჭუჭყიანდებით. ამიტომ უმჯობესია, სანამ ჯერ კიდევ არ გავმტვრიანებულვართ, სამზარეულო მოვაწესრიგოთ, რათა უნებლიედ, ირიბად თუ პირდაპირ, საკვები ბაქტერიებით არ დავაბინძუროთ.
საძინებელი არის სწორედ ის სივრცე, სადაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტი მტვერი გროვდება. ამის მიზეზი კი იქ არსებული ავეჯისა (კარადები, საწოლი, ხალიჩა, სათავსოები…) და რაც მთავარია, ტანსაცმლის რაოდენობაა. ამიტომ ჯერ თუ მისაღებს მოვაწესრიგებთ და შემდეგ საძინებელს, ამ უკანასკნელში არსებულ მტვერს ისევ სხვა ოთახებში გავავრცელებთ და სახლი ახლიდან დასალაგებელი იქნება.
მისაღები ის ოთახია რომელიც, როგორც წესი ყველა სივრცეს აკავშირებს. შესაბამისად ლოგიკური იქნება, თუ აღნიშნულ ტერიტორიას ბოლოსკენ მოვიტოვებთ. მიზეზი კი იგივეა - სხვა ოთახების ჭუჭყი აქ აღარ მოხვდება.
სად ვრეცხავთ სხვა ოთახების დასუფთავებისთვის გამოყენებულ ტილოს, ცოცხს, ღრუბელსა და სხვა დანარჩენ ბინძურ ინვენტარს? აბაზანაში, არა?! ანუ ეს ოთახი სახლის ლაგების პროცესში მუდმივად უსუფთაო მდგომარეობაშია. ამიტომ ჭკვიანური იქნება, თუ სველ წერტილს სულ ბოლოსთვის დავიტოვებთ.
Subscribe to the Profy newsletter
Never miss out on the latest home improvement tips, exclusive offers, and expert advice