სახლის დალაგება: რეგულარული დალაგება Profy-ში

ფასი: 45 ლარიდან.

რეგულარული დალაგება ბინის ან სახლის ყოველდღიური სისუფთავისთვისაა. Profy-ს აპლიკაციაში ირჩევთ შემოწმებულ დამლაგებელს და ჯავშნით მის თავისუფალ საათს. Profy მუშაობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

რას მოიცავს რეგულარული დალაგება

  • მტვრის საფარის მოშორება
  • იატაკის, კარისა და სახელურების გაწმენდა
  • სარკის ზედაპირიდან ნათითურების მოშორება
  • სააბაზანოში კაფელის ზედაპირული ნადების მოშორება და გაწმენდა
  • ფანჯრებისა და რაფების გაწმენდა შიგნიდან და გარედან (ხელმისაწვდომი არეალები), არაუმეტეს 20 კვადრატული მეტრისა
  • ჭურჭლის რეცხვა (ნიჟარაში არსებული რაოდენობა)
  • 5 კგ-მდე სარეცხის გარეცხვა (დამატებით არჩევის შემთხვევაში)
  • 5 კგ-მდე სარეცხის გაუთოება (დამატებით არჩევის შემთხვევაში)

გაითვალისწინეთ: დამლაგებელს თან არ ექნება ცოცხი, აქანდაზი, მტვერსასრუტი და სხვა ინვენტარი.

როდის აირჩიოთ სხვა სერვისი

თუ გჭირდებათ ტექნიკისა და სამზარეულოს კარადების გაწმენდა შიგნიდან, ჭაღების გაწმენდა ან რბილი ავეჯის გასუფთავება, აირჩიეთ გენერალური დალაგება. რემონტის შემდეგ სივრცის დასალაგებლად არსებობს ცალკე სერვისი: რემონტის შემდგომი დალაგება.

როგორ გამოვიძახო Profy

  1. აირჩიეთ სერვისი და საფასო კატეგორია, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება.
  2. ნახეთ, რომელი პროფია თავისუფალი, და აირჩიეთ სასურველი.
  3. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე, საათი და განათავსეთ შეკვეთა.
  4. გადაიხადეთ ონლაინ. თქვენს მოთხოვნას არავინ უნდა დაეთანხმოს და დასადასტურებლად არავინ დაგირეკავთ.

ხშირად დასმული კითხვები

ექნება თუ არა დამლაგებელს ინვენტარი?

დამლაგებელს თან არ ექნება ცოცხი, მტვერსასრუტი და სხვა დამხმარე ხელსაწყო, ამიტომ ეს ყველაფერი ადგილზე უნდა დახვდეს. საწმენდი ხსნარების წამოღება შეგიძლიათ მოითხოვოთ.

უნდა დაველოდო თუ არა შეკვეთის დადასტურებას?

არა. თითოეული პროფი თავად ადგენს სამუშაო საათებს, ამიტომ პირდაპირ თავისუფალ საათს ჯავშნით. პროფის გამოძახება შეგიძლიათ დღესვე ან რამდენიმე დღით ადრე.

როგორ ხდება გადახდა?

თანხას იხდით წინასწარ, შეკვეთის განთავსებისთანავე. გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით ან ბარათით.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა გიბრუნდებათ 3 სამუშაო დღეში.

არიან თუ არა Profy-ს პროფესიონალები შემოწმებული?

ყველა პროფესიონალი აპლიკაციაში რეგისტრაციამდე გადის გასაუბრებას, პროფესიულ ტრენინგსა და სქრინინგს.

გადმოწერეთ Profy-ს აპლიკაცია და განათავსეთ შეკვეთა. სხვა სერვისები იხილეთ გვერდზე ყველა სერვისი.

სხვა სახის დალაგება: გენერალური დალაგება, რემონტის შემდგომი დალაგება, საათობრივი დალაგება, ფანჯრების წმენდა, გაუთოება, სადარბაზოს დალაგება, გასაქირავებელი ბინის დალაგება, ქიმწმენდა.

წაიკითხეთ ბლოგში: როგორ მოვაწყოთ აივანი მყუდრო გარე სივრცედ, სახლის მცენარეები სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, Profy სტუდენტებისთვის, სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიოანელის რჩევები


© 2024 Profy. All Rights Reserved.