Geo
სახლის ენერგოეფექტურობისთვის სულაც არაა საჭირო გენერალური რემონტის ჩატარება. არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლითაც გადასახადებში ფულის დაზოგვას შეძლებთ.
04/02/2025
ყოველი თვის ბოლოს კომუნალური გადასახადები, მითუმეტეს ზამთარში, საგრძნობლად არასასიამოვნოდ აისახება ჩვენს საფულეებზე. ამიტომ მიზანშეწონილია, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხები მშენებლობის ეტაპზევე იქნეს გადაწყვეტილი, თუმცა გვიანი არასდროსაა - თუ რემონტის ფული არ გაქვთ და კომუნალური ხარჯების შემცირება გსურთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ!
ყველაზე მარტივი რითიც შეგვიძლია დავიწყოთ, ჩვეულებრივი, ვოლფრამის ნათურის LED ნათურით ჩანაცვლებაა, რადგან ეს უკანასკნელი 75%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ნათურა. შესაძლოა იგი შედარებით ძვირი ღირდეს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ინვესტიციაა, რომელიც მომავალში ხარჯებს საგრძნობლად შეგიმცირებთ.
მათ ვისაც მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები აქვთ, ეს პრობლემა ნაკლებად შეაწუხებთ, რადგან მეტალოებს თავიანთი რეზინა აქვთ, რომელიც ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას. თუმცა ვისაც ძველებური, ხის კარ-ფანჯარა აქვთ, მათთვის ე.წ. ღრიჭოების შევსება აუცილებელია. ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს:
სველ წერტილებში წყლის დაზოგვის მიზნით უკეთესი იქნება, თუ ისეთ ონკანს, ან დუშის თავს დავამონტაჟებთ, რომელიც წყალს ისე ანაწილებს, რომ ნაკლები წყლით იგივე რაოდენობის ჭავლს ვიღებთ. ამ გზით არა მარტო წყლის, არამედ გათბობის დანახარჯებს შევამცირებთ. თანაც ამის დამონტაჟება საკმაოდ მარტივია და ხელოსნის გარეშეც შეიძლება მისი მოგვარება.
არსებობს ფანჯრისთვის განკუთვნილი სპეციალური ფირები, რომლებიც ოთახს მზის სხივებისგან იცავს და მის მინაზე გაკვრით ზაფხულში აუტანელი სიცხის შემოდინებას თავიდან ავიცილებთ. ამასთანავე შეიძლება დეკორატიული დანიშნულებაც ჰქონდეს, ან ფარდის მაგივრობაც გასწიოს.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ენერგიის დაზოგვა სახლში არსებული მუქი ფერის ნივთების შემცირებითაც შეიძლება. თუ პირველ რიგში კედლებს ნათელ ფერებში გადავღებავთ, შემდგომ კი ღია ფერის ავეჯსა და დეკორაციებს შემოვიტანთ, ბუნებრივი განათებით ზამთარში მეტ სითბოს მივიღებთ და დამატებით გამათბობლის ჩართვა შეიძლება არც კი დაგვჭირდეს.
შეასრულეთ ყველა ზემოთმოცემული რჩევა და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი სახლი უფრო ენერგოეფექტური გახდება.
Subscribe to the Profy newsletter
Never miss out on the latest home improvement tips, exclusive offers, and expert advice