შავი პარასკევი 2026 Profy-ში: მონტაჟი და აწყობა 20%-იანი ფასდაკლებით

Profy-ის ხელოსანი შავ პარასკევს ნაყიდ ტელევიზორს კედელზე კიდებს

26/11/2026

შავ პარასკევს შეძენილი ტელევიზორი, ავეჯი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხშირად რამდენიმე კვირა რჩება ყუთში იქამდე, სანამ მათ ასაწყობად ან დასამონტაჟებლად დროს გამოვნახავთ.

წელს სახლის სერვისების აპლიკაცია Profy გთავაზობთ, ასაწყობ-დასამონტაჟებელი საქმე პროფესიონალებს გადააბაროთ და ამ სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. შეთავაზება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოქმედებს, და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყიდეთ ნივთი: ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიაში.

როგორ ვისარგებლოთ შეთავაზებით

  1. ჩამოტვირთეთ Profy-ს აპლიკაცია და აირჩიეთ საჭირო სერვისი.
  2. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე და საათი.
  3. გადახდის გვერდზე შეიყვანეთ პრომო კოდი BF20. პროფესიონალი არჩეულ დროს მოვა და ნივთს ადგილზე ააწყობს ან დაამონტაჟებს.

რატომ მონტაჟი?

„გვინდა, შავი პარასკევის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის მხოლოდ ნივთების შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. ახალი ტელევიზორი, სარეცხი მანქანა თუ ავეჯი მაშინ არის ნამდვილად სასიამოვნო შენაძენი, როცა მისი მონტაჟისა და აწყობის საკითხიც მარტივად გვარდება. სწორედ ამაში გვეხმარება Profy-ს სერვისები“

რა არის Profy

დღეს Profy 1 000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, პლატფორმაზე კი 100 000-ზე მეტი შეკვეთაა შესრულებული. მომხმარებლების საშუალო შეფასება 5-დან 4,9. დამატებითი უსაფრთხოებისთვის აპლიკაციაში დაზღვევაც არის ხელმისაწვდომი: თუ ხელოსნის ან დამლაგებლის მუშაობისას რამე დაზიანდება, ზიანს პლატფორმა აანაზღაურებს.

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის შავი პარასკევი 2026 წელს?

შავი პარასკევი 2026 წლის 27 ნოემბერია. Profy-ს ფასდაკლება 27-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს.

რომელ ქალაქებში მოქმედებს შეთავაზება?

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ნივთი Profy-დან უნდა იყოს შეძენილი?

არა. ფასდაკლება მოქმედებს, სადაც არ უნდა იყიდოთ ნივთი.

როგორ შევუკვეთო ხელოსანი?

ჩამოტვირთეთ Profy-ს აპლიკაცია, აირჩიეთ სერვისი და დრო. შეკვეთა მხოლოდ აპლიკაციიდან ფორმდება.