სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

27/11/2024

არასწორი თანმიმდევრობით დალაგებული სახლი, შესაძლოა იმაზე არეული აღმოჩნდეს, ვიდრე დალაგებამდე იყო.
 
ალბათ სახლის დალაგების თანმიმდევრობა ხშირად თქვენს განწყობაზეა ხოლმე დამოკიდებული. თუმცა ამ ერთი შეხედვით მარტივ საქმესაც თავისი “წესები” აქვს.
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველა საჭირო ნივთი თუ ხელსაწყო, მაგალითად: წყალი, სათლი, ქლორი, ტილო, იატაკის ჯოხი, ცოცხი ან მტვერსასრუტი და ა.შ. წინასწარ უნდა გავიმზადოთ, რათა შემდგომში მათ ასაღებად დალაგებულ სივრცეებში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით არ მოგვიწიოს შესვლა.
 
 
ამის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია სახლის დალაგება შემდეგი მიმდევრობით დავიწყოთ:

1) აივანი 

თუ კერძო სახლებს არ ჩავთვლით, მაშინ, როგორც წესი, აივანზე მოსახვედრად ჯერ  სხვა ოთახები უნდა გავიაროთ. შესაბამისად ბინის დასუფთავება აივნით უნდა დავიწყოთ, რათა იქ არსებული მტვერი და ჭუჭყი ისევ შიგნით, მისაღებ, ან სხვა უკვე გასუფთავებულ ოთახებში არ შემოვიტანოთ

სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

2) სამზარეულო 

მნიშვნელოვანია გავიაზროთ ისიც, რომ დალაგებისას, გვინდა არ გვინდა, ჩვენთვითონაც ვჭუჭყიანდებით. ამიტომ უმჯობესია, სანამ ჯერ კიდევ არ გავმტვრიანებულვართ, სამზარეულო მოვაწესრიგოთ, რათა უნებლიედ, ირიბად თუ პირდაპირ, საკვები ბაქტერიებით არ დავაბინძუროთ.

სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

3) საძინებელი

საძინებელი არის სწორედ ის სივრცე, სადაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტი მტვერი გროვდება. ამის მიზეზი კი იქ არსებული ავეჯისა (კარადები, საწოლი, ხალიჩა, სათავსოები…) და რაც მთავარია, ტანსაცმლის რაოდენობაა. ამიტომ ჯერ თუ მისაღებს მოვაწესრიგებთ და შემდეგ საძინებელს, ამ უკანასკნელში არსებულ მტვერს ისევ სხვა ოთახებში გავავრცელებთ და სახლი ახლიდან დასალაგებელი იქნება.

სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

4) მისაღები

მისაღები ის ოთახია რომელიც, როგორც წესი ყველა სივრცეს აკავშირებს. შესაბამისად ლოგიკური იქნება, თუ აღნიშნულ ტერიტორიას ბოლოსკენ მოვიტოვებთ. მიზეზი კი იგივეა - სხვა ოთახების ჭუჭყი აქ აღარ მოხვდება.

სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

5) აბაზანა 

სად ვრეცხავთ სხვა ოთახების დასუფთავებისთვის გამოყენებულ ტილოს, ცოცხს, ღრუბელსა და სხვა დანარჩენ ბინძურ ინვენტარს? აბაზანაში, არა?! ანუ ეს ოთახი სახლის ლაგების პროცესში მუდმივად უსუფთაო მდგომარეობაშია. ამიტომ ჭკვიანური იქნება, თუ სველ წერტილს სულ ბოლოსთვის დავიტოვებთ. 

სახლის ამ თანმიმდევრით დალაგების შემთხვევაში სახლი კიდევ უფრო სუფთა იქნება, ვიდრე ადრე.
 
 
მაგრამ იცოდეთ, რომ პროფის დამლაგებლები მუდამ მზად არიან, ეს დამღლელი საქმიანობა დიდი სიამოვნებით, თქვენს მაგივრად შეასრულონ!
სახლის დალაგება სწორი თანმიმდევრობით

Profy-ს სერვისები ამ თემაზე: რეგულარული დალაგება, გენერალური დალაგება. ყველა სერვისი და ფასი იხილეთ სერვისების გვერდზე.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეს სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები და პროფესიონალის რჩევები


© 2026 Profy. All Rights Reserved.