კომფორტული გზა ავეჯისა და მძიმე ნივთების გადასატანად 

14/04/2025

თითოეულ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მძიმე ყუთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა ან ავეჯის გადატანა დამოუკიდებლად უცდია. ეს პროცესი დიდ დროსა და ფიზიკურ ძალას ითხოვს. ამასთანავე, ხშირია ნივთების დაზიანებისა ან ტრანსპორტირებისას ტრავმის აკიდების რისკიც.

ამ სტატიაში კი განვიხილავთ, რა სარგებელი მოაქვს მათ საქმიანობას და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისათვის, რომ შეუერთდეთ ჩვენს გუნდს მტვირთავის პოზიციაზე.

პროფის ახალი სერვისი და მისი ბენეფიტები

  პროფის აპლიკაცია მუდმივად განახლებაზე და მომხმარებლის საჭიროებებზე არის მორგებული. ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ დამატებით გზებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ნებისმიერი პრობლემის ეფექტურად და სწრაფად გადასაჭრელად. 

 ჩვენი ახალი სერვისი აერთიანებს პროფესიონალ მტვირთავებს, რომლებიც პროფის გუნდთან ერთად უზრუნველყოფენ საიმედო და ხარისხიან სერვისზე, თქვენთვის ხელსაყრელი პირობებითა და ხელმისაწვდომი ფასებით. გთავაზობთ, როგორც ტვირთის მანქანით გადაზიდვას, ისევე პროფესიონალის საშუალებით სხვადასხვა სიმძიმის გადატანას ერთი ლოკაციიდან მეორეზე, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რომელი მეთოდია უფრო კომფორტული თქვენი საჭიროებებისთვის.

კომფორტი

 მტვირთავის სერვისის საშუალებით მომხმარებელს აღარ მოუწევს მძიმე ტვირთის აწევა, რაც ამცირებს ტრავმისა და სტრესის რისკს. ფიზიკურ შრომასთან ერთად იზოგება დროც, რადგან პროფესიონალი მტვირთავები გამოცდილების ხარჯზე უფრო სწრაფად და ეფექტურად ასრულებენ საქმეს. ამასთანავე, პროფის აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს აღარ მოუწევს დიდი რესურსის დაკარგვა პროფესიონალის მოსაძებნად.

უსაფრთხოება

  პროფესიონალი მტვირთავები იყენებენ ისეთ აღჭურვილობას, რომელიც თქვენს ნივთს დაიცავს სერიოზული დაზიანებისგან. მათ მარტივად შეუძლიათ გადაიტანონ მძიმე და მოცულობითი ნივთები უსაფრთხოდ.

სანდოობა

  თქვენი ნივთები ჩვენთან უსაფრთხო და დროულად გადაადგილდება დანიშნულ ადგილამდე.
  პროფის აპლიკაციაში წინასწარ შეგიძლია შეამოწმო თითოეული პროფესიონალის რეიტინგი და კომენტარის სახით სხვა მომხმარებლების შეფასებებიც. თქვენ აღარ გიწევთ პროფესიონალის ძებნაში დროის დაკარგვა და ანალოგიურად თანხაზე შესათანხმებლად დიდი წვალება, რადგან უკონტაქტო გადახდის საშუალებით წინასწარ გეცოდინებათ სერვისის ღირებულება.

როგორ გამოვიძახოთ პროფი

  იმისათვის, რომ ისარგებლოთ ახალი ფუნქციით, საჭიროა გამოიყენოთ პროფის მობილური აპლიკაცია და შებრძანდეთ “სერვისები”-ში, აირჩიოთ “ტვირთის გადაზიდვა” და მონიშნოთ სასურველი მომსახურება. 

  მომსახურების არჩევის შემდეგ სასურველი თარიღის მიხედვით იპოვით თავისუფალ პროფესიონალებს, რომლებსაც რეიტინგთან ერთად მითითებული აქვთ სერვისის ღირებულებაც. აარჩევთ დროს, როდესაც გსურთ გეწვიონ ლოკაციაზე და მიუთითებთ სასურველ მისამართს.

დასაქმდი პროფიში ტვირთის გადაზიდვის კატეგორიაში

 პროფის გუნდს სჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია ტვირთის გადატანა-გადაზიდვა. ვეძებთ როგორც სატვირთო მანქანით ან მტვირთავებით, ისევე მის გარეშე.

 მუშაობის დასაწყებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და უპასუხოთ რამდენიმე კითხვას, რომელიც სულ რაღაც 2 წუთს წაგართმევთ. პროფის წარმომადგენლები კი დაინტერესების შემთხვევაში უმოკლეს დროში დაგიკავშირდებიან.


© 2024 Profy. All Rights Reserved.