რატომ ვაკეთებთ ?

PROFY 505 არის პლატფორმა, რომელიც 2019 წლის მარტში გაეშვა. ამ იდეის მთავარი მიზანია ის, რომ გვინდა მომხმარებელს შევუქმნათ ჯერ არნახული კომფორტი სახლისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, რადგან დღევანდელ რეალობაში კარგი ხელოსნისა და დამლაგებლის მოძიება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პროცესია, არჩევანით დაწყებული, ანგარიშსწორებით და შემდეგ საქმის ხარისხის შემოწმებით დამთავრებული.

მეორეს მხრივ ჩვენთვის მოტივაციაა შევქმნათ შესაძლებლობა იმ ადამიანების კულტურულ სივრცეში თვითდასაქმებისთვის, ვისაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეუძლიათ, თავიანთი ცოდნიდან გამომდინარე. გვჯერა რომ ჩვენი დაწყებული საქმე სტიმული იქნება პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში და ბევრად მეტი ადამიანი გადაწყვეტს აითვისოს პროფესიული უნარ-ჩვევები. ამით უფრო მოქნილი და მოთხოვნა-მიწოდებაზე დამყარებული გახდება ქართული საგანმანათლებლო ბაზარი და საერთო ინტერესიც მეტად იქნება რეალიზებული.

როგორ ვაკეთებთ ?

საქმეს ვაკეთებთ გულისყურით და ხარისხიანად, ყველა გამოწვევა და წინაღობა რაც გვხვდება, ჩვენი გუნდისთვის არის საბოლოო მიზნამდე მისასვლელი დაბრკოლებები, რომლებსაც თავდაუზოგავად ვეჭიდებით და ყველა მცდელობას მაქსიმალურად ვცდილობთ შედეგიანი დასასრული მოჰყვეს. ვითვალისწინებთ როგორც მომხმარებლების ასევე შემსრულებლების Feedback-ს და ყოველდღიურ რეჟიმში ვანახლებთ და სრულყოფილს ვხდით ჩვენს სერვისს.

რას ვაკეთებთ ??

შევქმენით პლატფორმა რომლის გამოყენება შეგიძლიათ როგორც აპლიკაციის ასევე საიტის სახით. საქართველოში პირველად შესაძლებელი გახდა ხელოსნის აპლიკაციით გამოძახების სერვისის მიღება. თითის სულ რამოდენიმე დაწკაპუნებით, ირჩევთ სასურველ სერვისს და არჩევთ ისეთ ხელოსანს, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე თქვენთვის მისაღები იქნება. დავაინტეგრირეთ ოსტატის შერჩევის მარტივი პროცესი, რომელიც რეიტინგებზე, გამჭვირვალე საფასო სისტემაზე და წინა მომხმარებლების დატოვებულ კომენტარებზეა აწყობილი. მსგავსი მეთოდით შეკვეთის გაფორმების, საჭირო ხელოსნის არჩევის და სერვისის მიღების პროცესი ინოვაციურია ჩვენს რეალობაში, რაც პლატფორმას მიმზიდველს და უკონკურენტის ხდის.

PROFY 505 შენი კომფორტის სადარაჯოზე !

გუნდის წევრები

  • ბუბა

    დამფუძნებელი

  • ირაკლი

    გენერალური მენეჯერი

  • ჯეკო

    პროექტის მენეჯერი

  • კახა

    სისტემის არქიტექტორი

  • თედო

    IOS დეველოპერი

  • ხათუნა

    Front end დეველოპერი

  • ალექსანდრე

    Back end დეველოპერი

  • გიორგი

    Android დეველოპერი