სქესის არჩევა
არასავალდებულო

მადლობა რეგისტრაციისთვის!

ჩაწერეთ ქვემოთ მოცემული კოდი, რომ გააგრძელოთ რეგისტრაციის პროცესი

დაეთანხმე წესებს და პირობებს

რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად გამდმოიწერე მობილური აპლიკაცია და შედი შენს პროფილში.

წესები და პირობები

  1. წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ჰოუმ ჯინი“-ს( შემდგომში „კომპანია“ ან Profy) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.profy.ge-ს აპლიკაციისა და ვებ-გვერდის გამოყენებას. Profy-ს პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტებისა და ხელოსნების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც Profy-ს პლატფორმა. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

ვინაიდან კლიენტს და ხელოსანს აქვთ სურვილი, გახსნან Profy-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, კლიენტმა მიიღოს, ხოლო ხელოსანმა გასწიოს შეთავაზებული მომსახურება, კომპანია, კლიენტი და ხელოსანი თანხმდებიან, დაეთანხმონ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტისა და ხელოსნის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, ხელოსნის მიერ კომპანიის მეშვეობით მომსახურებების კლიენტზე შეთავაზება და მიწოდება, კლიენტის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა (საფასურის ოდენობები - იხ. დანართი #1) და ანგარიშის დახურვა.

გთხოვთ, ვებ-გვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა კლიენტი და ხელოსანი, რომელსაც სურს Profy-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. Profy-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტისა და ხელოსნის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. Profy-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით Profy-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

!!! კომპანია აფრთხილებს ხელოსანს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. წინამდებარე ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელოსანს.

☒ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი წესებსა და პირობებს, მათ შორის კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დათქმას და ვეთანხმები მათ.

  1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს: 2.1 ანგარიში - ნიშნავს კლიენტის ან ხელოსნის მიერ ვებ-გვერდზე ან აპლიკაციის საშუალებით რეგისტრირებულ ანგარიშს; 2.2 ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას; 2.3 აპლიკაცია - ნიშნავს Profy-ს მობილურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება; 2.4 გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და ხელოსნის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში ან ვებ-გვერდის/აპლიკაციის მეშვეობით; 2.5 ვებ-გვერდი - ნიშნავს www.profy.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება; 2.6 კლიენტი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს ხელოსნისგან მიიღოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება; 2.7 ხელოსანი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კლიენტის სასარგებლოდ გასწიოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება; 2.8 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს Profy-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405259401, რეგისტრირებული მისამართი: ნუცუბიძის ქ.95, თბილისი, საქართველო ან მასთან აფილირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს; 2.9 მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს Profy-ს პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს ან/და ხელოსანს შესაბამისად, ცალ-ცალკე და ერთად; წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, მომხმარებელი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. 2.10 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს; 2.11 Profy-ს პლატფორმა - შპს „ჰოუმ ჯინი“-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს www.profy.ge-ს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს; 2.12 ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია. 2.13 უნივერსალური იდენტიფიკატორები - Profy-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს Profy-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით; 2.14 წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც Profy-ს შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის; 2.15 ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და Profy-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით. 3. განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ: 3.1 ხელოსანი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. თავად კომპანია არ ახორციელებს სამუშაოებს და არ ქირაობს ხელოსანს კონკრეტული მომსახურების გასაწევად.
3.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ხელოსნის მიერ მომსახურების გაწევას, მათ შორის, არაჯეროვან მომსახურებას, მომსახურების გაწევის პროცესში ხელოსნის მიერ ნივთის დაზიანებას/განადგურებას, ხელშეკრულებისა და გარანტიის პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ. 3.3 არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; 3.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს; 3.5 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები; 3.6 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები; 3.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი; 3.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში); 3.9 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. 3.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული Profy-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ Profy-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული; 3.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს; 3.12 თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, Profy-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები. 3.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს Profy-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა; 3.14 ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია Profy-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად. 3.15 კლიენტსა და ხელოსანს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას (კლიენტის მიერ - პლატფორმაზე შეკვეთის განთავსება, ხოლო ხელოსნის მიერ - შეკვეთის მიღება) იდება ხელშეკრულება (შემდგომში „მომსახურების ხელშეკრულება“), რომელიც ასევე რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით. კომპანია არ არის მომსახურების ხელშეკრულების მხარე. იგი მხოლოდ მხარდამჭერია კლიენტსა და ხელოსანს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის: 3.15.1. ხელოსნის კვალიფიკაციაზე; 3.15.2. ხელოსნის მიერ მომსახურების გაწევისას საჭირო მასალებსა და მათ ხარისზე; 3.15.3. კლიენტისა და ხელოსნის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე; 3.15.4. კლიენტსა და ხელოსანს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე; 3.15.5. ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა; 3.15.6. ხელოსნის ან/და კლიენტის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე. 3.16 კლიენტსა და ხელოსანს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ. კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი სურვილით, ჩაერთოს ასეთი გაუგებრობის/პრეტენზიის/დავის გადაწყვეტაში მედიატორის სახით.

  1. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

4.1 Profy-ს მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი პირველ რიგში ვალდებულია Profy-ს ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში მისი პირადი ან კომპანიის მონაცემების რეგისტრაციის საფუძველზე გახსნას პირადი ანგარიში. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებზე და Profy-ს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პირობებზე. 4.2 კომპანია უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უარი განაცხადოს ხელოსნის რეგისტრაციაზე, რასთან დაკავშირებითაც იგი არ არის ვალდებული, განმარტოს უარის თქმის მიზეზები. 4.3 კომპანია პლატფორმის საშუალებით განთავსებული ყოველი შეკვეთისთვის იღებს საკომისიოს, რომლის გამოთვლის წესი განსაზღვრულია დანართი N1-ით. 4.4 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. 4.5 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე. 4.6 მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს Profy-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით. 4.7 პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად; 4.8 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა; 4.9 ხელოსანი რეგისტრაციისას უთითებს IBAN ანგარიშის ნომერს, რომელზეც მიემართება კლიენტის მიერ გადახდილი ღირებულება, კომპანიის საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით. ხელოსანი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული ანგარიშის ნომრის სისწორეზე. ანგარიშის არასწორი ნომრის მითითებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელოსანს. 4.10 ხელოსანს შეუძლია პირადი ანგარიშის საშუალებით განსაზღვროს ის ტერიტორია, სადაც სურს მომსახურების გაწევა. აღნიშნული ინფორმაცია იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამოყენებულ იქნება წინამდებარე წესები და პირობების 7.4 პუნქტით განსაზღვრულ რანჟირებაში. ხელოსანი უფლებამოსილია პერიოდულად დაამატოს/შეამციროს ან/და შეცვალოს ასეთი ინფორმაცია.

  1. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

5.1 მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია, ამასთანავე, შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მოხმარებლის მიერ, კომპანიის შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის გამოყენებით, მის მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად; 5.2 პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი, რომელიც თავდაპირველად გადაეცემა მომხმარებელს, ექვემდებარება სავალდებულო ცვლილებას ნებისმიერი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის პირველივე გამოყენებისას. 5.3 მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5.4 მომხმარებლის პირადი ნომერი; 5.5 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.

  1. ავტორიზაცია

6.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას. 6.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით. 6.3 აპლიკაციით ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში.

  1. კლიენტის მიერ სასურველი მომსახურების არჩევა, შეკვეთის განთავსება და გაუქმება

7.1 ავტორიზაციის კლიენტი ვებ-გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდაც კლიენტს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით. 7.2 კლიენტი შეკვეთის განთავსების მიზნით მთავარი მენიუდან ირჩევს „კატეგორიას“, რის შემდეგაც ეკრანზე მიმდევრობით ჩნდება რამდენიმე ფანჯარა დამაზუსტებელი შეკითხვებით. სასურველი პასუხების მონიშვნის შემდეგ ვებ-გვერდი/აპლიკაცია შეარჩევს კლიენტისთვის სასურველ მომსახურებას. 7.3 მომსახურების არჩევის შემდეგ ეკრანზე ჩნდება ფანჯარა ღია კითხვებით, სადაც კლიენტმა აღწერს მისთვის სასურველი მომსახურების სპეციფიკური მახასიათებლებს, მათ შორის, ტვირთავს შესაბამის ფოტომასალას (საჭიროების შემთხვევაში). 7.4 მომსახურების დაზუსტების შემდეგ, კლიენტი განსაზღვრავს მომსახურების გაწევის ადგილს და პერიოდს. 7.5 კლიენტის მიერ 7.4 პუნქტში განსაზღვრული მონაცემების შეყვანის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება კლიენტისთვის სასურველ პერიოდში და ადგილმდებარეობაზე ხელმისაწვდომი ხელოსნების სია. თითოეული ხელოსნის მონაცემის გასწვრივ ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულია მომსახურების ღირებულება, ხელოსნის რეიტინგი და ხელოსნის განრიგი.
7.6 სასურველი ხელოსნისა და მომსახურების გაწევის დროის არჩევის შემდეგ კლიენტი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც მომსახურების ღირებულებას დაემატება წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ყველა საკომისიო და კლიენტი მე-9 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გადაიხდის ჯამურ ოდენობას. 7.7 მომხმარებელი უფლებამოსილია ანგარიშსწორების გვერდზე მიუთითოს პრომო კოდი. პრომო კოდი ვალიდურია მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 7.8 შეკვეთა განთავსებულად ჩაითვლება მხოლოდ კლიენტის მიერ მე-9 მუხლით განსაზღვრული წესით შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ. 7.9 შეკვეთის დაწყების შემდეგ კლიენტი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა პირად გვერდზე „შეკვეთების“ გრაფაში „განთავსებული შეკვეთის გაუქმება“ ღილაკის მონიშვნით. 7.10 კლიენტის მიერ შეკვეთის გაუქმება რეგულირდება „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისად. 7.11 Profy იტოვებს უფლებას, 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში კლიენტის მიერ 3 (სამი) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, შეუზღუდოს მას პლატფორმის გამოყენება. კლიენტისთვის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 (ექვსი) თვემდე ვადით, რის შემდეგაც კლიენტი უფლებამოსილია, კლიენტთა მომსახურების ცენტრის დახმარებით ხელახლა გაააქტიუროს ანგარიში.

  1. ხელოსნის მიერ შეკვეთის მიღება და გაუქმება

8.1 ხელოსნის პირად ანგარიშში განთავსებულ კალენდარზე მის მიერ მიღებული შეკვეთები აისახება მომსახურების დაწყების მომენტის თანმიმდევრულად. 8.2 ხელოსანი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე, დატვირთვიდან გამომდინარე დროებით შეზღუდოს დამატებითი შეკვეთების მიღება. შეკვეთების მიღების განახლება შესაძლებელია პირადი ანგარიშის საშუალებით. 8.3 კლიენტის მიერ შეკვეთის განთავსებისას ხელოსანი იღებს შეტყობინებას და შეკვეთა აისახება „მიღებული შეკვეთების“ გრაფაში.
8.4 ხელოსანი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა პირად გვერდზე „შეკვეთების“ გრაფაში „მიღებული შეკვეთის გაუქმება“ ღილაკის მონიშვნით. 8.5 ხელოსნის მიერ შეკვეთის გაუქმება რეგულირდება „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისად.

  1. ანგარიშსწორება

9.1 კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას. 9.2 საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის საგადასახდო სისტემა, რომელიც გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას ხელოსანთან კომპანიის არხების გავლით. 9.3 ანგარიშსწორებისას სერვისის საფასური ემატება თითოეული შეკვეთის შემდეგ. სერვისის საფასური მოიცავს კომპანიის საკომისიო გადასახადს, ვიზა/მასტერქარდის სერვისის საფასურს და სხვ. 9.4 კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით. 9.5 საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც ხელოსნების ფინანსური აგენტი. კლიენტის ვალდებულება ხელოსნის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა კლიენტის მიერ კონკრეტული მომსახურების ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 9.6 კომპანია კლიენტის მიერ გადახდილი საფასურიდან ხელოსნის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავამდე დაქვითავს კომპანიის საკომისიო გადასახადს. 9.7 ხელოსანი პასუხისმგებელია ტრანზაქციის საკომისიოს ბანკის სასარგებლოდ გადახდაზე. 9.8 კლიენტი მომსახურების ღირებულებას იხდის წინასწარ, შეკვეთის განთავსების პროცესში. ღირებულება იყოფა 2 ნაწილად და მომხმარებელს მისდის 2 სმს. 9.9 იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად, წარმოიშვება კლიენტისთვის მომსახურების საფასურის დაბრუნების ვალდებულება, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა კლიენტს იმავე ანგარიშზე დაუბრუნდება გადახდილი თანხა შეკვეთის გაუქმების პოლიტიკით დადგენილი პირობების შესაბამისად.

  1. ხელოსნის შეფასება

10.1 კლიენტი პირადი ანგარიშის საშუალებით კომპანიისგან იღებს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს ხელოსნის შეფასების ინსტრუქციასა და ფორმას. 10.2 შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერ დროს, „დასრულებული შეკვეთების“ გვერდზე შესაბამისი მომსახურების არჩევით. 10.3 მომსახურების ეფექტურობის მიზნით ხელოსანი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ვარსკლავით, სადაც ერთი ნიშნავს მომსახურების არადამაკმაყოფილებელ ხარისხს, ხოლო 5 - საუკეთესო ხარისხის მომსახურებას. 10.4 კლიენტს საშუალება აქვს შეფასებასთან ერთად დატოვოს კომენტარი და განმარტოს ის კონკრეტული მიზეზები, რასაც მისი შეფასება ეფუძნება. 10.5 „დასტურის“ ღილაკის მონიშვნის შემდეგ კლიენტს არ შეუძლია შეცვალოს შეფასება ან/და განთავსებული კომენტარი. 11. საგარანტიო პერიოდი და მომსახურება 11.1 კლიენტი და ხელოსანი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ საგარანტიო პერიოდის არსებობას, რომლის განმავლობაშიც ხელოსანი ვალდებულია კლიენტის შესაბამისი მოთხოვნისას, გონივრულ ვადებში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი. 11.2 ხელოსნის მიერ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოსწორებაზე უარის ან/და არაჯეროვანი გამოსწორების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია შემსრულებლის ანგარიშიდან კლიენტის სასარგებლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწეროს მომსახურების ღირებულება.

  1. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

12.1 Profy უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით. 12.2 იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოიყენებს 11.1-ით განსაზღვრულ უფლებას და დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში. 12.3 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Profy პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას.

  1. აკრძალული ოპერაციები და ხელოსნის დამატებითი გარანტიები

13.1 მკაცრად აკრძალულია ისეთი მომსახურებების მოთხოვნის გაგზავნა ან მიღება, რომელიც განკუთვნილია შემდეგი სახის პროდუქციის შეძენის ან გაყიდვისთვის: • ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები; • ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა; • იარაღი და დანები; • საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები; • პორნოგრაფიული მასალა; • მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები; • არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება; • მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები; • საქონელი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას; • Profy უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წინამდებარე პირობებში მოცემული მომსახურებების, ან Profy-ს ვებ-გვერდზე ან/და დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში განთავსებულ მისაღებ მომსახურებათა შორის განთავსებით გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორები; 13.2 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, Profy უფლებას იტოვებს ცალმხრივად: • შეწყვიტოს ან შეაჩეროს კლიენტის პირადი ანგარიშის ოპერაცია; ან/და • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და • მოითხოვოს კლიენტისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება; 13.3 ხელოსანი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ: • ფლობს ყველა ლიცენზიას, ნებართვას, სერთიფიკატს, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული მომსახურების გაწევისათვის; • მომსახურების გაწევისას დაიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს; 13.4 ხელოსნის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას. კომპანია იტოვებს უფლებას, პირველი დარღვევისას ხელოსნის ანგარიში დაბლოკოს 1 (ერთი) თვის ვადით, ხოლო ხელოსნის მიერ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, განუსაზღვრელი ვადით, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე მოახდინოს ხელოსნის პირადი ანგარიშის ბლოკირება.

  1. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა კომპანია პასუხისმგებელია: 14.1 პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვინაიდან კომპანია არის მხოლოდ მხარდამჭერი ის არ აგებს პასუხს კლიენტსა და ხელოსანს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის, არ აგებს პასუხს: 14.2 მომსახურების განხორციელების დაყოვნებისათვის; 14.3 მომსახურების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისთვის; 14.4 მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე უარის ან ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის; 14.5 არაჯეროვანი მომსახურების შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს. 14.6 კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს კლიენტსა და ხელოსანს შორის არსებული გარიგებიდან;
  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

15.1 ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება ვიდრე მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. 15.2 კლიენტის მიერ ამ პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების (მათ შორის მიმდინარე დავალიანების) შესრულება არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას; 15.3 ხელოსნის მიერ ამ პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულება და მომსახურების საფასურთან დაკავშირებით ბანკის საკომისიოს გადახდა წარმოადგენს მისი ვალდებულების შესრულებას, რაც არ იწვევს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტას;

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

16.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 16.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი; 16.3 ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

  1. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა

17.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი აპლიკაციით ან/და ვებ-გვერდით სარგებლობით ავტომატურად ეთანხმება და უერთდება განხორციელებულ ცვლილებებს.

  1. ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, შეკვეთა ან/და შეკვეთის მიღება) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

  1. გარდამავალი დებულებები

19.1 წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე; 19.2 მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით; 19.3 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე; 19.4 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს კომპანიის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის ან კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით; 19.5 მომხმარებელი, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს; 19.6 მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია კომპანიის იურიდიული მისამართი; 19.7 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;

ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები

სანტექნიკა

უნივერსალური

ელექტრობა

კარი საკეტები

გათბობა კონდინცირება

ტექნიკა

კანალიზაცია

რატომ Profy ?

იყავი შენი თავის უფროსი

იყავი შენი თავის უფროსი

მიუთითე ის სერვისები, რომელზე მუშაობაც თავად გსურს

მუშაობა

დააწესე ტარიფები

თავად დააწესე შენი მომსახურების ფასი.

მუშაობა

შენზე მორგებული გრაფიკი

თავად გადაწყვიტე როდის იმუშავებ.

გახდი Profy505-ს გუნდის წევრი!

  • 1

    შეავსე ონლაინ რეგისტრაციის ფორმა, დაელოდე გასაუბრებაზე მოწვევას.

  • 2

    დაასრულე რეგისტრაცია, გაიარე ტრეინინგი.

  • 3

    გახდი Profy და დაიწყე მუშაობა.

დარეგისტრირდი ახლავე

მიმოხილვები

რას ამბობენენ
Prof-ები!

ვასო მ.
5

აპლიკაციით შეკვეთის მიღება და ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება ძალიან სასიამოვნო სიახლეა ჩვენს ქვეყანაში. კარგია ადამიანებს მიეცეთ შანსი თავისი ცოდნითა და უნარებით სოლიდური დამატებითი შემოსავალი მიიღონ, თან თავისუფალი გრაფიკით. PROFY 505-ის აპლიკაცია საუკეთესო დამხმარეა ოსტატისთვის!

ზაქარია მ.
5

მიდელაშვილი - PROFY 505-ში ძალიან გულისყურით უდგებიან საქმეს, ოსტატის სამუშაო დაფასებულია. ძალიან სასიამოვნოა იცოდე, რომ საერთო ქვაბში არ იხარშები და შენ გაკეთებულ საქმეს სათანადო შეფასება მოყვება, რომელსაც სხვა მომხმარებლებიც ნახავენ.

ანზორი ნ.
5

დამატებითი შემოსავალი და სამუშაო გრაფიკის მოქნილობა ამ აპლიკაციის მთავარი უპირატესობაა, ყველა ოსტატს ვურჩევ გამოსცადოს ეს ინოვაციური ხერხი შეკვეთების მისაღებად. იყო PROFY-ს პარტნიორი ოსტატი - ეს პრივილეგიაა !